"გვარამიას სიძულვილით ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრებაზე ხართ თანახმა?!"
ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ეს ოხერი, ასეთი დაბრმავებულები როგორ ხართ, რომ გვარამიას სიძულვილით ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრებაზე ხართ თანახმა?!
დიახ, რუსთავი 2 იყო და არის ჯერჯერობით ალტერნატიული, კრიტიკული აზრის ფორპოსტი (ვინც არ იცით რას ნიშნავს, დაგუგლეთ)! დიახ, ისინი არც მალავენ, რომ პარტიული ტელევიზიაა, და ძალიან ცუდ საქმეს აკეთებდნენ სააკაშვილის დროს, მაგრამ დღეს, ოპოზიციაში, მათი საქმიანობა ფასდაუდებელია! ხელისუფლება კი, როგორც თავის დროზე ნაციონალების მთავრობა, ცდილობს დაადუმოს ყველა კრიტიკოსი, და მოუსპოს ადამიანებს საკუთარ დანაშაულზე და უმოქმედობაზე ინფორმაციის მიღების საშუალება. დიახ, ნეტავ ყველა მეტნაკლებად მსხვილ პარტიას თავის ტელევიზია ჰქონდეს, მაგას რა აჯობებდა? გაიხსენეთ, რამდენი დაფარული, დანაშაულებრივი ფაქტის წინაშე შევიტყეთ რუსთავი ორისგან?! დანაშაულის, რომელიც ხალხის, ქვეყნის წინააღმდეგ იყო ჩადენილი".
მაგრამ საქმე იმაშია, რომ გვარამიას და ნაციონალების სიძულვილით დაბრმავებულ ხალხს არ ესმის: ხელისუფლებას რუსთავი ორის დადუმება კიარა, ჩვენი დაყრუება უნდა!"-წერს ცოტნე გამსახურდია.
სიახლეები
- ზურა ჯაფარიძე ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობს - “ეს მაქსიმუმ 2-3 კვირის ამბავია”
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 იანვრისთვის
- "აშშ-ს ევროპის დასუსტება და დამორჩილება სურს, ევროპას ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები აქვს და ისინი მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როცა პატივს არ გვცემენ"
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 24 იანვრამდე
- "პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები - მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს"