"კორონავირუსი კვლავ შეუცნობელია, ეს არის მსოფლიო პანიკის საფუძველი"-ზურაბ გურული
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული ახალ კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშრებით Facebook-ში ვრცელ პოსტს ავრცელებს. მისი თქმით, ვირუსი კვლავ შეუცნობელია და სამედიცინო ელიტამ ჯერ კიდევ ვერ გამოთვალა მისი მოქმედების ლოგიკა.
"პლანეტის ყველაზე ძლიერი ქვეყნის პრეზიდენტი ავად არის ვირუსით. 48 საათი გავიდა და პლანეტის წამყვანი ექიმების გუნდს არ შეუძლია გადაჭრით განაცხადოს რა პროგნოზი ექნება დაავადების განვითარებას. რა ლოგიკური დასკვნა შეუძლება გამოიტანოს ამ ფაქტიდან მოაზროვნე ადამიანმა?
ფრიად მარტივი. 9 თვე გავიდა და მსოფლიოს სამედიცინო ელიტამ ჯერ კიდევ ვერ გამოთვალა ვირუსის მოქმედების ლოგიკა.
ანუ, ვირუსი კვლავ შეუცნობელია და შეუცნობელმა კი იცის შიში. სწორედ ეს არის მსოფლიო პანიკის საფუძველი და არა ნაირნაირი შეთქმულების თეორიები.
მახსენდება ჩემი მეგობარისა და კოლეგის,ბრწყინვალე პროფესიონალის, ნანა გეგეჭკორის მონათხრობი. მისი პროგრამის დირექტორი, მსოფლიოში ცნობილი პროფესორი, პულმონოლოგი, არაერთი ცნობილი ექიმის აღმზრდელი, შეიწირა ვირუსმა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს წამყვან სპეციალისტთა მოვლა-მკურნალობა არ დაკლებია.
ამავე დროს, დავირუსებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას უმტკივნეულოდ გადააქვს ეს ავადმყოფობა.
ძალიან ბევრი რამ ასწავლა და კიდევ ბევრს ასწავლის კორონა მსოფლიოს. უპირველეს ყოვლისა ალბათ თავმდაბლობას სამყაროს წინაშე.
საოცრად გონებაშეზღუდული რომ არის ადამიანთა პლანეტა, საოცარ გონებაგახსნილობასთან ერთად, ესეც ძალიან საცნაური გახდა.
ჩემმა ფავორიტმა მენტორმა, პროფესორმა ფოქსმა მითხრა ერთელ: - სანამ საოპერაციოში შეხვალ, თავმოყვარეობა შეიხსენი, კართან ჩამოკიდე და ოპერაციაზე პირველყოფილი თავმდაბლობით შედი, რადგან შესაძლოა მაინცდამაინც იმ დღეს მოუნდეს განგებას შენთან გახუმრებაო.
მართლაც არავინ იცის როდის არის ბედისწერა ხუმრობის ხასიათზე და ამიტომ ...", - წერს ზურაბ გურული
სიახლეები
- "რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს, ეს ართულებს ვითარებას" -ვოლოდიმირ ზელენსკი
- 17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი