,,არაფერი მინახავს ამაზე შემაძრწუნებლად სევდიანი..." - გიორგი კეკელიძე
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
,,გუშინ, გზაზე მიმავალმა, რუსთაველზე, მიწისქვეშა გადასვლელთან, მოხუცი მოწყალების მთხოვნელი ქალი შევნიშნე. ეგ ვერ გვიკვირს. არც სევდიანი, მიწის ფსკერამდე დახრილი თვალებია ახალი. არც ხელები, დამჭკნარი და ოდნავ მთრთოლვარე. უხეირო პოეზიია ეს აღწერა, მაგრამ ხან სიტყვები ყავარჯნებით მიდიან სინამდვილესთან, იმდენად დიდი და სასტიკია სინამდვილე. ახალი კი, ახალი მილეულ სახეზე ნიკაპამდე ჩამოვარდნილი პირბადე იყო. არაფერი მინახავს ამაზე შემაძრწუნებლად სევდიანი - დანებების ამაზე უფრო ცხადი საზარელი სურათი. ის პატარა ჭიქაც სხვათაშორის იდო. მისი თვალები ვერ დავინახე, მიწას ეყრდნობოდა, მაგრამ რომ დამენახა, ის თვალები მეტყოდნენ მხოლოდ ერთს - არა ,,დამეხმარე", ,,ბავშვი მყავს ავად", ,,ფულს ვაგროვებ წამლებისთვის" - არამედ "სულერთია"! და ეს არის ყველაზე საშინელი პასუხი და ყველაზე ზუსტი განაჩენი ჩემთვის და თქვენთვის. ვისაც დრო და სურვილი მიგიწვდებათ - გაიარეთ. დღესაც იქ იჯდება. მე რომ ამის ძალა მქონდეს, ყველა დღესასწაულს ამ ამ მოხუც ბებიებთან რიგებად ვაქცევდი - ტაძრებიდან წამოსულ ათასობით ადამიანს, მათთან მივიყვანდი. შეიძლება ამიტომაც არ მაქვს ამის ძალა. სვეტიცხოვლობას გილოცავთ!"- წერს კეკელიძე სოცაილურ ქსელში.
სიახლეები
- გორის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ 75 წლამდე ასაკის ქალბატონის სიცოცხლე გადაარჩინა
- ,,სანამ „ალდე“ და ქალბატონი კოსი არ გაემიჯნებიან ტერორისტს, მანამდე მათი ყველა სიტყვა არასერიოზულია"- შალვა პაპუაშვილი
- ,,ფაქტია – სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს, ის არის ესკალაციის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და საქართველოს სუვერენიტეტის უცხოსთვის ჩაბარების ინსტრუმენტი” – შალვა პაპუაშვილი
- ,,ბევრ ადამიანს მართვის მოწმობა შემოსავლის წყაროსთვის სჭირდებოდა, ეს ინიციატივა კი მათ ამის შესაძლებლობას დაუბრუნებს"- შალვა პაპუაშვილი
- ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება