ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა
ქართული ძიუდოს ლეგენდა, ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა.
იგი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიადა საქართველოს დროშის ქვეშ მოიგო (1992).
დავით ხახალეიშვილს გულის პრობლემები ჰქონდა. მას ცოტა ხნის წინ მინსკში ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა ვერც ქირურგიულმა ჩარევამ გამოიღო სასურველი შედეგი და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან