თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა
თბილისის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას თავად საფეხბურთო კლუბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გიორგი ნემსაძე, რომელიც ამ დრომდე მთავარი მწვრთნელის პოზიციას იკავებდა, კლუბში სპორტული მენეჯერის პოზიციაზე გადაინაცვლებს.
„უფრო დეტალურ ინფორმაციას გულშემატკივარი ახლო პერიოდში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე მოისმენს. შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძე 2005-2006 წლებში წვრთნიდა ჩვენს კლუბს“, - ნათქვამია საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა