ქუთაისის ,,აია" საქართველოს ჩემპიონია
ქუთაისის ,,აია" საქართველოს ჩემპიონია.
საქართველოს თასის მოსაპოვებლად სარაგბო გუნდებს ,,აიას" და ,,ბათუმს" შორის დაძაბული ორთაბრძოლა გაიმართა და ანგარიშით ,,აია" 16-13 ,,ბათუმი" დასრულდა.
,,ვულოცავ ჩვენს ბორჯღალოსნებს ღირსეულ გამარჯვებას. გუნდის წევრებმა პირველობისთვის ბოლომდე იბრძოლეს და სასურველი შედეგი დადეს. სასიამოვნოა, როდესაც საქართველოს თასი რჩება იმ ქალაქში, რომელსაც რაგბის დიდი ისტორია უკავშირდება. პირველი სარაგბო კლუბი ქუთაისში 55 წლის წინ დაარსდა და მას შემდეგ სპორტის ეს სახეობა ყოველთვის აღწევს წარმატებებს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს გუნდს და გულშემატკივრებს დამსახურებულ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ," - ზვიად შალამბერიძე.
ქუთაისში გამართულ საქართველოს თასის ფინალურ თამაშს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაესწრო.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, სტადიონზე გულშემატკივრის მხოლოდ 30% დაიშვა.
სიახლეები
- "არ მჯერა გამარჯვების არცერთი სცენარის, თუ არ მოხდა ძალების გაერთიანება, მჯერა, რომ ახლა რუსეთს ვებრძვით" - რას წერს ზურა ჯაფარიძე?
- 17-წლიანი არსებობის შემდეგ რატომ გახდა აუცილებელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეორგანიზაცია
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირებულია და 49% შეადგენს" - „ევრობარომეტრი“
- "საქართველო დღეს დემოგრაფიული კრიზისის წინაშეა" - ელეონორა არჩაია