რატომ დატოვა ლიონელ მესიმ "ბარსელონა"
ლიონელ მესი "ბარსელონას" ტოვებს, - ამის შესახებ კლუბმა განაცხადა.
"მიუხედავად იმისა, რომ კლუბი და ფეხბურთელი შეთანხმდნენ და მათ მკაფიო განზრახვა აქვთ ხელი მოაწერონ ახალ კონტრაქტს, დღეს ეს ვერ მოხდება ფინანსური და სტრუქტურული დაბრკოლებების გამო", - ნათქვამია "ბარსელონას" განცხადებაში.
"ბარსელონა" მესის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მხარეები ნანობენ, რათა ფეხბურთელისა და კლუბის სურვილები საბოლოოდ ვერ განხორციელდება.
ლიონელ მესიმ "ბარსელონაში" 21 წელი გაატარა. არგენტინელმა ფეხბურთელმა "ბარსელონას" შემადგენლობაში 778 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 672 გოლი გაიტანა და 305 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ დროის განმავლობაში მან კატალონიურ კლუბს 24 საკლუბო ტურნირი მოაგებინა, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა. მესის ანგარიშზეა 6 ოქროს ბუცი და 6 ოქროს ბურთი.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან