საქართველომ ტოკიო 2020-ზე 33-ე ადგილი დაიკავა
საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიო 2020-ზე მედლების ხარისხის მიხედვით 206 გუნდს შორის 33-ე ადგილი დაიკავა.
მოპოვებული მედლების რაოდენობით კი 31-ე.
საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს მე-7 ოლიმპიური თამაშები იყო და პეკინის შემდეგ მეორე საუკეთესო, შედეგის მიხედვით.
ტოკიოში ოქროს მედლის და ოლიმპიური ჩემპიონის წოდების მფლობელები გახდნენ:
ლაშა ბექაური, ძიუდო, 90 კგ
ლაშა ტალახაძე, ძალოსნობა, +109 კგ
ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ:
ვაჟა მარგველაშვილი, ძიუდო, 66 კგ
ლაშა შავდათუაშვილი, ძიუდო, 73 კგ
გურამ თუშიშვილი, ძიუდო, +100 კგ
იაკობ ქაჯაია, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 130 კგ
გენო პეტრიაშვილი, თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ
ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა
ანტონ პლესნოი, ძალოსნობა – 97 კგ
სიახლეები
- “რობინ დანიგანს შეეძლო, დადებითი როლი შეესრულებინა წინამორბედის მიერ გაფუჭებულ საქმეზე, თუმცა შესაძლებლობა ვერ გამოიყენა” - ირაკლი ზარქუა
- “ჩვენი გუნდი რევოლუციონერი არ არის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის გადაწყვეტილება არის ცუდსა და უფრო ცუდს შორის მისაღები გადაწყვეტილება” - ანა ბუჩუკური
- ზურაბიშვილის თქმით, „ამ პირობებში“ თვითმმართველობის არჩევნები გამარჯვების მომტანი ვერ იქნება
- “მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე – ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია” - საქართველოში აშშ-ს ელჩი
- დონალდ ტრამპმა ექვსი თვის ვადით შეაჩერა ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების შესვლა, რომლებიც ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლას ან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას აპირებენ