ფეხბურთის ფედერაციის თხოვნა საქართველო-საბერძნეთის მატჩის გადადებაზე ფიფა-მ და უეფა-მ არ დააკმაყოფილეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს:
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ქალაქ ბათუმს და სრულიად საქართველოს.
9 ოქტომბერს დაგეგმილი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის საქართველო-საბერძნეთის გადადების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური წერილით მიმართა ფიფა-სა და უეფა-ს, მატჩის ორგანიზატორებს. მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა ჩვენი მოთხოვნა მატჩის გადადებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილეს.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება. ფეხბურთელები კი შავი სამკლაურით იასპარეზებენ.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება მატჩზე სტადიონის ტევადობის 33%-ის დაშვების შესახებ ძალადაკარგულად გამოაცხადა და მატჩი სამწუხაროდ, მაყურებლის გარეშე გაიმართება.
გულშემატკივრებს, ვინც შეიძინა მატჩზე დასასწრები ბილეთი, სრულად აუნაზღაურდებათ ბილეთის საფასური.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ თითოეული გარდაცვლილის ოჯახსა და მთელ საქართველოს!“
მატჩი 9 ოქტომბერს 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).
სიახლეები
- შოკისმომგვრელი ადგილები დედამიწაზე, რომლის არსებობაც დაუჯერებელია - ვიდეო
- „ძლიერმა საქართველომ“ სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში კოალიციის მერობის კანდიდატები წარადგინა
- "ვიდრე ოპოზიცია ერთმანეთს ებრძვის, „ოცნება“ ეროვნულ ინტერესებს ღალატობს, მთავარია, მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ ჩვენს შვილებს მომავალს ართმევენ" - გიორგი გახარია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 სექტემბრისთვის
- “2 მილიონი მოსაწვევი შეკვეთილია, მინიმუმ 200 ათასი მოვა” - ოპოზიციის ტიტანური გეგმები და მათი ხორცშესხმის ალბათობა