ამ გვერდის ამობედვა

ისტორიული შედეგი - სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის გამარჯვებულია

მსოფლიო თასს ხმლით ფარიკაობაში „თბილისის თასი 2022“-ს სპორტის სასახლე მასპინძლობს.

ქუთაისელი სანდრო ბაზაძე ისტორიაში პირველი ქართველი მოფარიკავე გახდა, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო.

 

სანდრო ბაზაძემ შესანიშნავად იასპარეზა და ფინალში გავიდა, სადაც რუს იბრაგიმოვს შეხვდა, დამაჯერებელი ანგარიშით 15:8 დაამარცხა და პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა.

 

ეს ისტორიული შედეგია, რადგან სანდრო ბაზაძე არის პირველი ქართველი მოფარიკავე, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო.

წაკითხვა 368 ჯერ

სიახლეები