„ტრანსფერმარკტმა“ ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება 35 მილიონამდე გაზარდა
ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო თანხა „ტრანსფერმარკტმა“ მნიშვნელოვნად გაზარდა და საქართველოსთვის რეკორდულ მაჩვენებელს, 35 მილიონ ევროს მიაღწია – ასეთია გერმანული სამენეჯერო სააგენტოს განახლებული შეფასება.
„ნაპოლიში“ გადასვლისას 21 წლის ქართველი თავდამსხმელის ფასი 15 მილიონი ევრო იყო, ახლა კი 35 მილიონი გახდა. მსგავსი შეფასება ქართული ფეხბურთის ისტორიაში არც ერთ მოთამაშეს არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ მკვეთრად გაზარდა „ვალენსიას“ და საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ღირებულებაც – ათი მილიონიდან 20 მილიონამდე. მაშინ მამარდაშვილი ქართველ ფეხბურთელებში პირველ ადგილზე დაწინაურდა და ხვიჩა კვარაცხელიასაც კი გადაასწრო.
ახლა პირველი ისევ კვარაცხელიაა, ხოლო საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა ხუთეული ასე გამოიყურება:
ხვიჩა კვარაცხელია, ნაპოლი 35,00 მილიონი ევრო
გიორგი მამარდაშვილი, ვალენსია 20,00
საბა ლობჟანიძე, ჰატაისპორი 4,30
დათა ხოჭოლავა, კოპენჰაგენი 3,0
გიორგი მიქაუტაძე, მეცი 2,0
სიახლეები
- "ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ" - კახა კალაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 აპრილისთვის
- "განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება კლიმატის ცვლილების შემარბილებელი პროცესია" - თამარ მალანია
- "შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან" - ილჰამ ალიევი
- "უცხოურმა აგენტურამ სცადა, რომ 9 აპრილიც გამოეყენებინა საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად" - ირაკლი კობახიძე