ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ახალი თეატრალური სეზონი გაიხსნა
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ახალი თეატრალური სეზონი გაიხსნა.
თოჯინების თეატრმა პატარა მაყურებელს სპექტაკლი „ ალადინის ჯადოსნური ლამპარი „ წარმოუდგინა.
თეატრალური სეზონის გახსნას ესწრებოდნენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
„ახალი თეატრალური სეზონი დაიწყო დღეს ქუთაისში. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა 76-ე სეზონი გახსნა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ერთად დავესწარით სეზონის გახსნას. შევხვდით მსახიობებს, მაყურებელს.
ქუთაისი თეატრალური ქალაქია. მაყურებელს დიდ არჩევანს სთავაზობს 3 პროფესიული და რამდენიმე სამოყვარულო თეატრი.
ვულოცავ ჩვენს თეატრებსა და თეატრის მოყვარულებს ახალი სეზონის გახსნას! საინტერესო და წარმატებულ სეზონს ვუსურვებ!"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი