ამ გვერდის ამობედვა

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი და არგენტინა ითამაშებენ

მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებს, ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მეორედ მოსაპოვებლად ერთადერთი თამაშის მოგება სჭირდება.

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებმა კატარში მიმდინარე მუნდიალის ნახევარფინალში მაროკოს ნაკრები დაამარცხა, ანგარიშით 2:0 და საჩემპიონო თასისთვის არგენტინასთან ითამაშებს.

 

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი 18 დეკემბერს გაიმართება. იქამდე კი, 17 დეკემბერს, მესამე ადგილი გათამაშდება და ერთმანეთს ხორვატიისა და მაროკოს ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

წაკითხვა 243 ჯერ