კანონის მიღებას პარლამენტთან დაძაბულობა მოჰყვა - აქციის მონაწილეთა ნაწილმა ჯებირი გაჭრა
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება დაიძაბა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
რამდენმე დემონსტრანტმა პარლამენტთან აღმართული თუნუქის ჯებირი ნაწილობრივ გაჭრა - პოლიცია დგას უშუალოდ ჯების უკან, არამედ რამდენიმე მეტრით დაშორებული ჭიშკრის უკანა მხარეს.
პარალელურად, შსს დემონსტრანტებს აფრთხილებს, რომ „პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება“.
რამდენიმე წუთით ადრე ე.წ. აგენტების კანონს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
