ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2022/2023 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა, – ინფორმაცია იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
ქართველმა შემტევმა ჩემპიონატის 33 მატჩში თავი 12 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რითაც 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებაში ლომის წვლილი დაიდო.
ქართველი მოთამაშე ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა არცერთ სხვა ნომინაციაში არ წარადგინა, რაც მინიშნება იყო, რომ „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებდნენ.
ხვიჩა კვარაცხელია პირველივე სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და „ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა. საქართველოს ნაკრების 22 წლის თავდამსხმელი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ტოპ 5 ლიგაში წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
საუკეთესო მწვრთნელი – ლუჩანო სპალეტი („ნაპოლი“),საუკეთესო 23-წლამდელი მოთამაშე – ნიკოლო ფაჯიოლი („იუვენტუსი“),საუკეთესო მეკარე – ივან პროვედელი („ლაციო“),საუკეთესო მცველი – კიმ მინ-ჯე („ნაპოლი“),საუკეთესო ნახევარმცველი – ნიკოლო ბარელა („ინტერი“),საუკეთესო თავდამსხმელი – ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“),საუკეთესო ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“).
საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დაასახელეს, რომლის ხელმძღვანელობით "ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა სკუდეტო.
სიახლეები
- „ITB Berlin ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოფენაა როგორც საქართველოს წარდგენისთვის, ისე ტურისტული პროდუქტების პრომოუშენისთვის” – გვანცა რაზმაძე
- ,,რუსეთის ფედერაციას ვერაფერი მოუხერხა და ახლა ორბანს ემუქრება"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა"- მასატო კანდა
- აშშ-მა, ისრაელთან ერთობლივი ოპერაციის დროს, 30-ზე მეტი ირანული საზღვაო ხომალდი გაანადგურა
- ,,გაწევრიანების არსებული პროცედურით უკრაინა ევროკავშირის წევრი 2027 წელს ვერ გახდება"- მარტა კოსი