,,ადგილობრივი აგენტურა რომელიც ყოველწლიურად გადატრიალების სცენარებს ახორციელებს, გარე ძალებს ექვემდებარება"- ნინო წილოსანი
,,რატომ ბლაჟევიჩი, რატომ უცხო ტრენერი და გარედან დაწერილი სახელმძღვანელოები – იმიტომ რომ, ადგილობრივი აგენტურა და ის რადიკალები, რომლებიც ყოველწლიურად გადატრიალების სცენარებს ახორციელებდნენ, გარე ძალებს ექვემდებარებიან,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
„ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად გაიაზრა, რომ ყველა ეს მცდელობა, რომელიც ხელისუფლების ნაცმოძრაობით შეცვლას უკავშირდება, პირდაპირ მიმართულია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. რატომ ბლაჟევიჩი, რატომ უცხო ტრენერი და გარედან დაწერილი სახელმძღვანელოები – იმიტომ რომ, ადგილობრივი აგენტურა და ის რადიკალები, რომლებიც ყოველწლიურად გადატრიალების სცენარებს ახორციელებდნენ, გარე ძალებს ექვემდებარებიან“, – აღნიშნა წილოსანმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
სიახლეები
- ,,მოდი, საქმე წინ წაიგდეთ და ბარემ ერთი ცეცხლის წაკიდების ტერორისტული საქმეც „შემიკერეთ“- ალეკო ელისაშვილი
- ,,ჩვენ უკვე დიდი ხანია, “კალასებს” და მის მხარდამჭერებს დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევთ; ყოველთვის ვამბობდით, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ქვეყანას, ხალხს” – გურამ მაჭარაშვილი
- ,,ყველამ კარგად იცის, ბრიუსელი რას აკეთებს, როგორი შემოტევები იყო „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით"- კახა კალაძე
- დიდი ბრიტანეთი მომავალ თაობებს თამბაქოს ყიდვას უკრძალავს – პარლამენტმა კანონი დაამტკიცა
- ბათუმში, პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
