ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგაზე ითამაშებს
ეროვნულ ლიგაში ბოლო ტურის ოთხი მატჩი გაიმართა და თითქმის ყველაფერი გაირკვა – ვინ რომელიც ადგილი დაიკავა, ვინ გავარდა და პლეი აუტში რომელი გუნდი ითამაშებს.
ბათუმის „დინამომ“ საჩემპიონო ფარი ჩაიბარა და ქუთაისის „ტორპედოსთან“ ბოლო ტურში ჯოვინო ფლამარიონისა და მამუკა კობახიძის გოლებით სწრაფად დაწინაურდა. თუმცა, ქუთაისელებმა გიორგი არაბიძისა და ლაშა შერგელაშვილის გოლებით ანგარიში გაათანაბრეს, მესამე ადგილი დაიკავეს და კონფერენს ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
უნიკალური ამბავი მოხდა ქობულეთის „შუქურასა“ და „გაგრას“ შეხვედრაში. სტუმრებმა 9:0 მოიგეს, „გაგრას“ თავდამსხმელმა ზურაბ მუსელიანმა კი 7 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
გასარკვევი დარჩა მხოლოდ კონფერენს ლიგის ერთადერთი საგზურის მფლობელი. ამას 6 დეკემბერს შევიტყობთ – ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ „საბურთალოს“ უმასპინძლებს. თბილისური კლუბი ევროტურნირზე თასის მოპოვების შემთხვევაში ითამაშებს, ხოლო თუ ბათუმელებმა მოიგეს, მაშინ პრიორიტეტი ეროვნულ ლიგის მეოთხეადგილოსანს მიენიჭება.
36-ე ტური
სამტრედია – სამგურალი 2:3
1:0 ახვლედიანი (10), 2:0 ახვლედიანი (39), ლომინაძე (45), 2:2 ლომინაძე (54), 2:3 შარბელ გომეზი (68),
გაფუჭებული პენალტი: ლომინაძე (51)
დინამო ბთ – ტორპედო 2:2
1:0 ფლამარიონი (5), 2:0 კობახიძე (16), 2:1 არაბიძე (19), 2:2 შერგელაშვილი (64),
გაფუჭებული პენალტი: არაბიძე (19)
დილა – თელავი 3:1
0:1 აშორტია (49 პენალტი), 1:1 კოვტალიუკი (63), 2:1 სარდალიშვილი (71), მზვაკალი (87)
შუქურა – გაგრა 0:9
0:1 მუსელიანი (3), 0:2 მუსელიანი (10), 0:3 მუსელიანი (17), 0:4 მუსელიანი (18), 0:5 მუსელიანი (43), 0:6 (52. პენალტი), 0:7 ხომუტოვი (65), 0:8 მუსელიანი (84), 0:9 აროშიძე (88)
ჩემპიონატის ბოლო მატჩი „პეტრო არენაზე“ 19:30 საათზე გაიმართება – „საბურთალო“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს. ეს შეხვედრა სატურნირო ცხრილში ვეღარაფერს შეცვლის.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი
ბათუმის დინამო
კონფერენს ლიგის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი
დინამო თბილისი, ქუთაისის ტორპედო
ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა
ქობულეთის შუქურა
ეროვნულ ლიგაში დასარჩენ პლეი აუტში იბრძოლებენ
სამტრედია, თელავი
სიახლეები
- "რუსეთისთვის ძალიან ცუდი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია და ეს დამანგრეველი იქნება, მაგრამ არ მინდა ამის გაკეთება, მსურს, მშვიდობა ვიხილო"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 მარტისთვის
- "კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ იცის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არანაირი შანსი არ აქვს და ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდათ"
- დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რომელი ზოდიაქოს ნიშნები არიან იდეალური მამები?