"ეს დიდი მიღწევაა და ვამაყობ ჩვენი გუნდით" - ალექსანდრე კუნჭულია ახალგაზრდული ნაკრების წარმატებების შესახებ
"24 - 28 აპრილს ლას ვეგასში ამერიკის ღია ჩემპიონატი ჩატარდა (usa wrestling national championship), სადაც მონაწილეობა ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა მიიღო. South Point Arena-ზე (მისი არსებობის ისტორიაში), როგორც ამბობენ ეს ყველაზე კონკურენტუნარიანი შეჯიბრებები იყო. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სპორტსმენების დიდი რაოდენობა იყო," - ამის შესახებ Firstnews.ge- თან საუბარში სპორტსმენი ალექსანდრე კუნჭულია აცხადებს.
მისი თქმით, გუნდი საკმაოდ კარგად გამოვიდა ჩემპიონატზე.
"ჩემპიონატზე ტარიელ შავაძემ, აკაკი ჩაჩუამ და ზურაბ შარიქაძემ პირველი ადგილი დაიკავა. მახო გოგოლაძე მეორე ადგილზე გავიდა, ის ფინალში მინიმალური ქულით დამარცხდა.
საერთაშორისო კონკურენტების ხარისხის მაგალითი იყო 78 კგ-ში, აკაკი ჩაჩუა, რომელიც ტურნირზე კოლორადოს წარმოადგენდა. ის იყო 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი საქართველოს სახელით, 63 კგ-ში ავსტრალიაში, სიდნეიში, ასევე იასპარეზა 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე.
სპორტსმენები მომავალი შეჯიბრებებისთვის აქტიურად ემზადებიან,"- განმარტავს ჩვენთან საუბარში ალექსანდრე კუნჭულია.
დიახ, ეს ალექსანდრე კუნჭულიას გუნდის კიდევ ერთი გამარჯვებაა. მის სპორტულ კარიერაში და შემდეგ უკვე მწვრთნელობის ამპლუაში უამრავი გამარჯვება ირიცხება. ბერძნულ-რომაული ჭიდაობის- (სპორტის ამ სახეობით) ბავშვობის გატაცება, მან ჯერ საყვარელ საქმიანობად აქცია და შემდეგ უკვე წარმატების მწვერვალები დაიპყრო. საკუთარი სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, მოღვაწეობა მწვრთნელის ამპლუაში გააგრძელა.
„მქონდა არაერთი გუნდურ გამარჯვება, მათ შორის იყო: 2014 წელს ევროპის ჩემპიონატზე მე-2 ადგილი ავიღეთ. 2015 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ ადგილზე გავედით. 2017 წელს, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დავიკავეთ. 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავედით და ა.შ.“ - აღნიშნა ალექსანდრე კუნჭულიამ.
როგორც ის აცხადებს, ყოველი გამარჯვება მისთვის განსაკუთრებულ ემოციებთან ასოცირდება და უფრო მეტ მოტივაციას უჩენს, რომ სხვადასხვა გამარჯვებები მოიპოვოს.
„როგორც სპორტული კარიერის დროს, ასევე, მწვრთნელობის დროს, ეს საქმიანობა შრომატევადია და ძალიან ძნელია ამ სფეროში წამატების მიღწევაც. მაგრამ, თუ სპორტსმენი მონდომებულია და გარკვეული მწვერვალების დაპყრობა სურს, საკუთარი შრომის შედეგად აუცილებლად მიაღწევს მას.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა ზოგადად საქართველოში კარგადაა განვითარებული. მოგეხსენებათ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ მიუხედავად ამის ძალიან ბევრი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები გვყავს. ეს კი ამ მასშტაბის ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრი წარმატებაა.
ჩვენც უამრავი წარმატება გვქონდა და სამომავლოდაც გვექნება. ვამაყობ ჩვენი გუნდით. მე კი მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მათ გავუზიარო, რათა მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება გვქონდეს,“- განაცხადა ჩვენთან საუბარში ალექსანდრე კუნჭულიამ.
ავტორი: ნინო ოთარაშვილი
სიახლეები
- "შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან" - ილჰამ ალიევი
- "უცხოურმა აგენტურამ სცადა, რომ 9 აპრილიც გამოეყენებინა საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად" - ირაკლი კობახიძე
- რუსეთმა საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს უკრაინაში “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნის” ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- "9 აპრილი იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა"
- "ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა და მისი საპატიო თავმჯდომარე ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას" - პარტია „გახარია საქართველოსთვის“