მარადონას „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელობა სურს
ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელ დიეგო მარადონას „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება სურს.
„თუ მანჩესტერ იუნაიტედს მწვრთნელი უნდა, მე ვარ ის ადამიანი, ვინც კლუბს სჭირდება. ისინი ბევრ მაისურს ყიდიან მთელ მსოფლიოში, მაგრამ ამავე დროს, ტურნირების მოგებაც აუციებელია. მე ვიცი ეს როგორ გავაკეთო,“-აცხადებს არგენტინელი.
ამჟამად მარადონა მექსიკის მეორე ლიგაში მოასპარეზე „დორადოსს“ წვრთნის. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კი მიმდინარე სეზონი მე-6 ადგილით დაასრულა და ჩემპიონ „სიტის“ 32 ქულით ჩამორჩა.
imedinews.ge
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი