ამ გვერდის ამობედვა

კახა კალაძის მორიგი აღიარება

ფრანგულმა გამოცემა footballski.fr-მა აღმოსავლეთ ევროპელი ფეხბურთელებისგან, რომლებსაც სერია A-ში უთამაშიათ, სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

პორტალის მიერ შედგენილ ყველა დროის საუკეთესო თერმეტეულში "მილანის" ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძეც მოხვდა. მასთან ერთად სიმბოლურ ნაკრებში არიან სამირ ჰანდანოვიჩი, სინიშა მიხაილოვიჩი, იგორ ტუდორი, კრისტიან კივუ, მარეკ ჰამშიკი, პაველ ნედვედი, გეორგე ჰაჯი, დეიან სავიჩევიჩი, ზბიგნევ ბონეკი და ანდრეი შევჩენკო.

 

წაკითხვა 514 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 11 2020