2020 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოება აღარ გაიმართება
2020 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოება გაუქმდა.
ამის შესახებ France Football-ი იუწყება. ცნობილი გამოცემის აზრით, პრემიის გადასაცემად სამართლიანი პირობები არ არსებობს.
"ჩვენ არ გვინდა, რომ ამ ჯილდოს გადაცემისას საუბარი იყოს იმ განსაკუთრებულ გარემომებებზე, რომელიც კორონავირუსის კრიზისმა გამოიწვია. აღნიშნული პრიზი უპირველეს ყოვლისა სამართლიანობას უკავშირდება. ამ შემთხვევაში ეს მოთამაშეთა სტატისტიკას ეხება. ფეხბურთელთა ასპარეზობას ერთნაირად ვერ შეაფასებ, რადგან ბევრი მათგანისთვის სეზონი მოულოდნელად შეწყდა" - წერია France Football-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია რომ 1956 წლიდან, ანუ პრემიის დაარსებიდან პირველად ჯილდო არ გაიცემა. 2010 - დან 2015 წლამდე "ოქროს ბურთს", "ფიფას" ეგიდით გადასცემდნენ. უკანასკნელად მისი მფლობელი არგენტინელი ლიონელ მესი გახდა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი