"ბრავო თბილისის „ლოკომოტივს“ - პრემიერ-მინისტრი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია თბილისის „ლოკომოტივსა“ და „დინამო თბილისს“ ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლას ულოცავს.
„ბრავო თბილისის ლოკომოტივს!!! #საქართველოიგებს, „დინამოც“ გავიდა! გილოცავთ გამარჯვებას!“,- წერს გახარია „ფეისბუქის“ პირად ოფიციალურ გვერდზე.
თბილისის „ლოკომოტივმა“ უეფა-ს ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში მოსკოვის „დინამოს“ „მიხეილ მესხი 2“-ზე უმასპინძლა და 2:1 მოიგო. ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა „დინამო თბილისიც“. „დინამო თბილისი“ რექსემში, „რეისქურსგრაუნდზე“ უელსის ჩემპიონ „ქონას ქი ნომედსის“ ესტუმრა და 0:1 დაამარცხა.

ტეგები:
სიახლეები
- "ჩერნობილი" კავკასიაში - რუსების კიდევ ერთი დამცირება: ამერიკელები პუტინს სომხეთის ენერგეტიკიდან აძევებენ
- "მხოლოდ ვიქტორ ორბანს შეუძლია, იფიქროს მუცლის გაზრდაზე და არა ბუდაპეშტში რუსული ტანკების გამოჩენაზე" - ზელენსკი
- პრომეთე, სათაფლია, მარტვილი, ოკაცე - ახალი ფასები კანიონებსა და მღვიმეებზე
- "ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია - სადებატო არაფერია" - „გახარია საქართველოსთვის“
- "რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში" - საქართველოს რკინიგზა