პოლარიზაციის მცდელობა წაგების შიშის არომატით - გახარიას პარტიაში კობახიძეს აკრიტიკებენ

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტია „საქართვლოსთვის" ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ მეორე ტურში მმართველი გუნდის ამომრჩეველს დაუჭირონ მხარი. ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ეს მოწოდება საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაა, რომელსაც ამავე დროს „წაგების შიშის სუნი ასდის", - წერს გაზეთი “რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პოლარიზაციის მცდელობა წაგების შიშის არომატით - გახარიას პარტიაში კობახიძეს აკრიტიკებენ.

“კობახიძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ამომრჩევლის უმრავლესობა, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში მხარი დაუჭირა პარტიას „საქართველოსთვის", მეორე ტურში „ქართული ოცნების" კანდიდატებისთვის აპირებს ხმის მიცემას. „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, კვლევები, რომელიც ადასტურებს, რომ იმ ამომრჩევლის უმრავლესობა, რომელმაც პირველ ტურში მხარი დაუჭირა სხვადასხვა მიზეზის გამო ამ პარტიას, აპირებს, მხარი დაუჭიროს ჩვენს კანდიდატებს. ასეთია შესაბამისი ამომრჩევლის დაახლოებით 2/3. ესენი არიან ჩვენი ყოფილი ამომრჩევლები. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია მათი ხმები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ ამომრჩეველს, მხარი დაუჭირონ ჩვენს კანდიდატს", - განაცხადა კობახიძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

„როგორც გახარიას თანაპარტიელი ბექა ლილუაშვილი აღნიშნავს, მათი ამომრჩველი გასხვავებული პროფილის და მოტივაციის მქონეა, რომელთაც არ სურთ, რომ ძალაუფლების კონცენტრაცია „ოცნების", ან „ნაცმოძრაობის" ხელში მოხვდეს. „ჩვენ ცალსახად აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ამომრჩეველის მიერ პირველ ტურში გაკეთებული არჩევანი პირდაპირი წესით ნიშნავს მინიშნებას იმაზე, რომ მათ ერთპიროვნული თუ ერთპარტიული მმართველობის გაგრძელება არ სურთ. ამიტომ ჩვენმა ამომრჩეველმა იმ დამაბალანსებელ მექანიზმს მისცა ხმა, რომელიც ჩვენს ხელშია ერთ და მეორე პარტიასთან ძალაუფლების კონცენტრაციის არიდების კუთხით. „გამომდინარე ამ მოცემულობიდან, რაც ჩვენი ამომრჩევლის განზრახვებს ძალიან მკაფიოდ წარმოაჩენს, კობახიძის ეს განცხადება კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ საზოგადოების მაქსიმალური პოლარიზაცია გამოიწვიონ და ხალხს კიდევ ერთხელ მიუთითონ. „ჩვენ არ გამოვსულვართ და მათ შორის ჩვენი პარტიის მხარდამჭერებისთვის არ მიგვითითებია, თუ არჩევნებზე რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რადგან ეს ცოტა განსხვავებული პროფილის და მოტივაციის მქონე საზოგადოებაა, მას არ სურს, რომ ძალაუფლების კონცენტრაცია „ოცნების" ან „ნაცმოძრაობის" ხელში მოხვდეს. ამიტომ კობახიძის მხრიდან მოწოდების ეს მცდელობა ნათლად აჩვენებს, რომ ის კიდევ უფრო ორიენტირეულია ძალაუფლების კონცენტრაციაზე, პოლარიზაციის გაღრმავებაზე და ამ ნაბიჯს ცოტა წაგების შიშის სუნიც ასდის", - განაცხადა ლილუაშვილმა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

„მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის" არ აპირებს თავის მხარდამჭერებს მეორე ტურში რომელიმე სხვა პარტიის სასარგებლოდ ხმის მიცემისკენ მოუწოდოს. „ჩვენ ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაჟღერეთ, მათ შორის პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა, როგორც სატელევიზიო ეთერით, ისე ბრიფინგების საშუალებით. იქ მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ ჩვენ, როგორც პარტია და ძალა, არ ვაპირებთ სისტემური კოალიციის გაკეთებას რომელიმე რადიკალურ პარტიასთან, მათ შორის „ქართულ ოცნებასთან" ასევე „ნაცმოძრაობასთან", რადგან ეს პარტიები არ არიან საქმიანი დღის წესრიგით მოქალაქეებზე ორინტირებულები. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ჩვენი ამომრჩევლისთვის არის ის, რომ მეორე ტურების პირობებში არ ვუთითებთ ჩვენს ამომრჩევლებს რა გადაწყვეტიოლება მიიღონ, რადგან მათ ეს მითითება არ სჭირდებათ, რადგან მათ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ იმ არჩევანით, რაც გააკეთეს", - განაცხადა ლილუაშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 554 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.