ამ გვერდის ამობედვა

6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს მარტო მუშაობა გუნდურ მუშაობაზე ნაყოფიერი იქნება, რადგან კოლეგებთან საუბარში დროს არ დაკარგავთ და მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილებას შეძლებთ. ეცადეთ, კამათის დროს კეთილგანწყობა გამოიჩინოთ და ადამიანებს საკუთარი აზრი თავზე არ მოახვიოთ.

 

კურო

ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, თუნდაც არაკეთილგანწყობილი თანამოსაუბრე თქვენი წონასწორობიდან გამოყვანას ცდილობდეს. ამ დღეს სასურველი შედეგის მიღწევას მხოლოდ მარტო მუშაობის დროს შეძლებთ - ასე ყურადღებას ვერავინ და ვერაფერი გაგიფანტავთ. ხელსაყრელი დღეა შედეგების შეჯამებისა და ახალი მიზნების დასახვისთვის.

 

ტყუპები

დაფიქრდით, გაქვთ თუ არა სურვილების ასრულებისთვის საკმარისი რესურსი? თუ გაქვთ, შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ და სასურველ მიზანს მიაღწიოთ. თუ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ ხართ, გირჩევთ მომავლის სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და ეტაპობრივად განხორციელებას შეუდგეთ.

 

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ გასცეთ დაპირება, რომლის შესრულებასაც ვერ შეძლებთ, ასევე, არ გადადოთ ხვალისთვის საქმე, რომლის დასრულებაც დღეს შეგიძლიათ. პრობლემების სწრაფი მოგვარება სირთულეებს და შეფერხებებს თავიდან აგაცილებთ. ეცადეთ პირად ურთიერთობებში მეტი ტაქტი და თავაზიანობა გამოიჩინოთ და თანამოსაუბრე არ შეურაცხყოთ.

 

ლომი

ამ დღეს რაც უფრო მეტ შეხვედრას და ღონისძიებას დაესწრებით, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ გავლენიან ადამიანებს შეხვდეთ და ხელსაყრელი შეთავაზება მიიღოთ. ეცადეთ საუკეთესო შედეგისთვის განეწყოთ. პირად ცხოვრებაში მეტი დიპლომატიის და მოქნილობის გამოჩენას გირჩევთ.

 

ქალწული

ამ დღეს ისე თავდაჯერებული ხართ როგორც არასდროს. საბრძოლო განწყობა ჩანაფიქრის განხორციელებაში და რთული საკითხების გადაჭრაში დაგეხმარებათ. სამსახურის ხელმძღვანელთან ან გავლენიან ადამიანებთან საუბარი პროფესიულ სფეროში წინსვლას მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა სამომავლო გეგმებზე ფიქრისა და განვითარების ახალი გზების მოსაძებნად.

 

სასწორი

ეს დღე ნათელ ემოციებს და მოვლენების ხელსაყრელ განვითარებას გპირდებათ. ეცადეთ, მეტი სიმტკიცე გამოიჩინოთ და ეს დღე მიზანთან მიახლოებისთვის გამოიყენოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს საკუთარი სიტყვები უნდა აკონტროლოთ, რომ უნებურად არავინ შეურაცხყოთ. გირჩევთ საღამოს ურთიერთობები შეზღუდოთ და ხმაურიან ადგილებს მოერიდოთ.

 

მორიელი

სასიყვარულო ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. მარტოხელა მორიელი შეიძლება მნიშვნელოვან ადამიანს, შეხვდეს, რომელიც მის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. ეცადეთ ეს დღე სახლის გარეთ გაატაროთ, ახალ ადამიანებს შეხვდეთ და ახალი კავშირები დაამყაროთ. მუშაობაში დროს ეცადეთ წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ - საქმის წარმატება მთლიანად ამაზეა დამოკიდებული.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღე ელით. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ბედი გთავაზობთ. თუ ვიღაც ცდილობს, რომ თქვენი ცხოვრებიდან გაქრეს, ნუ შეეწინააღმდეგებით - მის ადგილს ახალი და საინტერესო ადამიანი დაიკავებს. ფინანსური თვალსაზრისით წარმატებული დღეა - შეიძლება სოლიდური თანხა მიიღოთ.

 

თხის რქა

ამ დღეს შეგიძლიათ თქვენთვის კომფორტულად, აუჩქარებლად იმუშაოთ. სავარაუდოდ, ბევრი საქმის სწრაფად და ერთდროულად კეთების სურვილი შეცდომებს გამოიწვევს. გირჩევთ თითოეულ მოქმედებაზე ან გადაწყვეტილებაზე იფიქროთ, რომ საქმე სანანებლად არ გაგიხდეთ. გირჩევთ საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ.

 

მერწყული

თუ ვინმესგან დახმარების მიღება გსურთ, უფრო მოქნილად და დიპლომატიურად უნდა იმოქმედოთ და ეს ადამიანი ალერსიანი სიტყვებით აავსოთ. გირჩევთ საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზით გაახაროთ და რომანტიკული ვახშამზე დაპატიჟოთ. გირჩევთ დღის მეორე ნახევარი მარტოობაში გაატაროთ.

 

თევზები

საინტერესო და პოზიტიური დღე გელით, თუმცა შესაძლებელია, რაღაც შეხვედრამ თქვენი გეგმები მკვეთრად შეცვალოს. ნუ ინერვიულებთ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება - ზაფხულის ხანმოკლე წვიმას ყოველთვის მზის ამოსვლა მოჰყვება.

წაკითხვა 380 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 06 2023