ზოდიაქოს ყველაზე ეგოისტი 3 ნიშანი, რომელსაც არავინ სჭირდება
ეს სამი ნიშანი საკუთარ თავზე იმდენად შეყვარებულია, რომ ადამიანებს მათთან ურთიერთობის დამყარება უჭირთ.
ამ ნიშნის წარმომადგენლებს იცნობენ, როგორც გულუხვ ადამიანებს, წარმატებულ ბიზნესმენებს და ერთგულ მეგობრებს, თუმცა მათ უარყოფითი თვისებებიც აქვთ - კუროებს საკუთარი სიმართლისა და შეუმცდარობის იმდენად სჯერათ, რომ მათი გადარწმუნება თითქმის შეუძლებელია.
თქვენი არგუმენტების წინააღმდეგ კუროს ყოველთვის მოეპოვება მტკიცებულებები და გაიძულებთ, მისი სიმართლე დაიჯეროთ. ამავე დროს, კურო წარმოუდგენლად თვითკმარი და თავდაჯერებულია, ამიტომ თავისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას არასოდეს მოითმენს და შეეგუება.
მორიელი
მორიელი ხორცშესხმული ვნებაა და ადამიანებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. მორიელს დანარჩენებისგან უამრავი თვისება გამოარჩევს და მათ შორის, ერთ-ერთი ფეთქებადი ხასიათია.
გონიერი ადამიანი მორიელთან კონფლიქტს მოერიდება, რადგან მას თქვენი გრძნობები არ აინტერესებს და ურთიერთობებში მეტისმეტდ ხისტი და უხეშია. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ემოციები და აგრესია ავსებთ, ამიტომ ფიზიკური ძალადობისთვისაც კი მზად არიან.
თუ მორიელს ნამდვილად უყვარხართ და ურთიერთობას აფასებს, ის თავის გაკონტროლებას შეძლებს, მაგრამ თუ უღალატეთ, მისი შურისძიება სასტიკი იქნება.
მერწყული
ამ ნიშნის წარმომადგენლები გონებამახვილი ადამიანები და საინტერესო თანამოსაუბრეები არიან, რომლებიც გარშემო მყოფებს პიროვნული თვისებებით იზიდავენ. მერწყული ძალიან აფასებს საკუთარ თავისუფლებას, ამიტომ მისი ხელყოფის უფლებას არავის მისცემს.
ამ ნიშნის წარმომადგენლები სხვა ადამიანების გრძნობებს უმეტეს შემთხვევაში ყურადღებას არ აქცევენ და მხოლოდ საკუთარი სურვილებით ხელმძღვანელობენ.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა