სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების ინიციატივა ჩავარდა
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ინიციატივა ჩავარდა.
imedinews-ის ცნობით, დეპუტატებმა ვერ გაიგეს, თუ რა კანონპროექტზე იყო ლაპარაკი ცუდი აკუსტიკის გამო. ამის შემდეგ, დეპუტატმა ლევან კობერიძემ ითხოვა განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უარი უთხრა.
შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის. საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით დაჩქარებული წესით იხილავდა.
პირველი მოსმენის პროცედურა თავიდან იქნება გასავლელი.
კანონპროექტით, იგეგმებოდა სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება.
imedinews.ge
სიახლეები
- გამომცხვარი კალმახი
- 9-11 მაისს პუტინმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
- “ნაცმოძრაობის” მმართველობაზე: კრიმინალური რეკეტი და ბიზნესზე ზეწოლა გახდა ჩვეულებრივი მექანიზმი, რითაც სახელმწიფო იმართებოდა იმ პერიოდში" - ვოლსკი
- ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს
- პოლიციამ გორში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ს.ა. ცხელ კვალზე დააკავა