9-11 მაისს პუტინმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ დღეებში, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
“რუსეთის შეიარაღებული ძალები ჰუმანიტარული მიზეზების გამო აჩერებენ სამხედრო ოპერაციებს მოსკოვის დროით 8 მაისს 00:00 საათიდან 11 მაისის 00:00 საათამდე”,- ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.
მათივე ცნობით, ამ პერიოდში ყველა სამხედრო ოპერაცია ჩერდება. ხოლო უკრაინული მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, რუსეთის შეიარაღებული ძალები ადეკვატურ და ეფექტურ რეაგირებას მოახდენენ.
ამასთან, კრემლი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, წინაპირობების გარეშე და განცხადებაში ნათქვამია, რომ კრიზისის ძირითადი მიზეზები უნდა აღმოიფხვრას.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
