3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს ბევრი უნდა ისაუბროთ - ვინც ახლოსაა, განსაკუთრებით მათთან. ეს არამხოლოდ გააძლიერებს თქვენს ურთიერთობებს, არამედ თქვენს განწყობასაც აწევს. არ შეგეშინდეთ რაიმე ახლის დაწყების - წარმატება თქვენთან იქნება. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ არ ჩაყოთ ცხვირი სხვების საქმეში - სულ რომ ძალიანაც გინდოდეთ ვინმეს დახმარება, მაინც ცუდი გამოგივათ.
კურო
დღეს უნდა იფიქროთ თქვენს თბილ ბუნაგზე - გადაადგილოთ ავეჯი, გახადოთ სახლი უფრო კომფორტული. ეს თქვენ დაგეხმარებათ განტვირთვაში რთული სამუშაო დღის შემდეგ. ახლობლებთან ურთიერთობაც მნიშვნელოვანია - ახლა თქვენ შეძლებთ უთხრათ ყველაფერი ახლობლებს, რაც გაქვთ გონებაში და იგრძნოთ თავი უკეთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ იყოთ ყურადღებით - გამოჩნდება საინტერესო შესაძლებლობები.
ტყუპები
დღეს არ გიმართლებთ - დილიდანვე თქვენ გახვევიათ ბევრი პრობლემა. სადილამდე ყველაფერს მოაგვარებთ. თქვენი ოცნებები ბოლოს და ბოლოს ასრულდება, მაგრამ ამისათვის ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ. დასახმარებლად უცხო ადამიანები მოვლენ, რომელნიც სამომავლოდ თქვენი მეგობრები გახდებიან. ჰოროსკოპი დღეს გპირდებათ სიახლეებს, რომლებიც აუცილებლად გაგახარებენ თქვენ.
კირჩხიბი
დღეს ძალიან კარგად გამოგდით ყველაფერი. ეს კი რა თქმა უნდა, შეგმატებთ კარგ განწყობას. არ დაუჯეროთ დაპირებებს - მათ არ შეასრულებენ. მხოლოდ საკუთარ თავს ენდეთ. საქმიანი მოლაპარაკებები ამ დღეს ყველაფერი კარგად გამოვა - თქვენ დაარწმუნებთ ყველაზე რთულ ადამიანებსაც კი. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ მიიყვანოთ ყველა საქმე ბოლომდე - ვარსკლავები ამაში აუცილებლად დაგეხმარებათ.
ლომი
დღეს უნდა გაუფრთხილდეთ სხვის გრძნობებს - მარტივად შეიძლება გააბრაზოთ ადამიანი ერთი სიტყვით. არ ღირს თქვენს ემოციაზე ჩაციკვლა - რაც მეტად ჩაუღრმავდებით, მით უარესი იქნება თქვენთვის. ყველაფერს შეხედეთ იუმორით და ყველაფერი ჩაივლის იდეალურად. ჰოროსკოპი დღეს საღამოს კარგ ამბებს გპირდებათ - ეს იქნება ამ დღის საუკეთესო დასასრული.
ქალწული
დღეს შეგიძლიათ იფანტაზიოროთ მომავალზე. გეგმების რეალიზებისთვის ჯერ ადრეა - ბევრი შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში მალე. არ ღირს თქვენი საიდუმლოებების გამჟღავნება ახლობლებთანაც კი - შეიძლება არასწორად გაგიგონ. ბევრი სამუშაო მოგიწევთ, დილიდანვე გექნებათ შანსი, რომ კარგი შემოსავალი ნახოთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ გადაწყვიტოთ პრობლემები ისე, როგორც თქვენ ეს შეგიძლიათ, არ ჩარიოთ სხვები ამ საქმეში.
სასწორი
დღეს მოგიწევთ იყოთ სერიოზულები - საქმე ბევრი გექნებათ. თქვენ ყველაფერს თავს გაართმევთ და საღამოს გასართობი დროც დაგრჩებათ - აუცილებლად წადით სახლიდან და სადმე გაატარეთ დრო. გაუზიარეთ თქვენი გეგმები ახლობლებს - ისინი დაგეხმარებიან და გზას მიგასწავლიან. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ წვრილმანებზე არ ჩაიციკლოთ - სჯობს მთლიან სურათს დააკვირდეთ.
მორიელი
დღეს გაგიჭირდებათ ურთიერთობები - თქვენ ვერავინ გაგიგებთ. მოგიწევთ ყველაფრის გამეორება, რათა ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოთ. სიჩქარის გამო შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი გამოტოვოთ, ამიტომაც ნელი ნაბიჯებით უნდა იაროთ წინ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ გაიხსენოთ წარსული, სადაც რთულ კითხვებზე პასუხებს იპოვით.
მშვილდოსანი
დღეს იპოვნით ახალ მეგობრებს. ამისთვის თქვენ სახლიდან გასვლა მოგიწევთ და არ უნდა შეგეშინდეთ უცხო ხალხთან კონტაქტის. პრობლემები შეიქმნება, ამიტომაც საქმეებს მოწყდით და იმათ მიხედეთ. თუ საქმეებზე მიდგა საუბარი, უნდა ითქვას, რომ ეს დღე ძალიან კარგია. დაუჯერეთ თქვენს ძალებს და აუცილებლად მოაგვარებთ ყველაფერს. ჰოროსკოპი დღეს საკუთარი თავისა და ეგოს დაჯერებისკენ მოგიწოდებთ, რომელსაც შეუძლიათ დადებით შედეგებამდე თქვენი მიყვანა.
თხის რქა
დღეს ახლობელ ადამიანებს უნდა ესაუბროთ - ეს გააძლიერებს კავშირებს და თვითშეფასებას აგიმაღლებთ. დაეყრდენით საყვარელ ხალხს - ისინი რთულ დავალებასაც შეასრულებენ. აღელვება იქნება საინტერესო, ამ დღეს თქვენ გელით საინტერესო სიტუაციები და გაცნობები. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ არ შეაყოვნოთ - ყველა პრობლემა დროზე გადაჭერით.
მერწყული
დღეს ბოლოს და ბოლოს ამოისუნთქებთ - ყველაფერმა ცუდმა უკვე ჩაიარა, წინ კი საინტერესო საქმეები გელით. ვიღაცასთან აუცილებლად უნდა შერიგდეთ, რადგან ურთიერთობები ძვირფასია თქვენთვის. საუბარში არ იკამათოთ - პატივი ეცით სხვების აზრსაც. ჰოროსკოპი დღეს გპირდებათ საინტერესო შეთავაზებას, მაგრამ დათანხმდით ფრთხილად - ეს არ იქნება მარტივი საკითხი.
თევზები
დღეს არ უნდა დაგეგმოთ რაიმე მასშტაბური - ყველაფერი სცენარის მიხედვით არ წავა. ამ დღეს ენერგია არც თუ ისე ბევრი გექნებათ, ამიტომაც რთულ საქმეებს არ შეეჭიდოთ - დაკავდით იმით, რასაც მარტივად გადაწყვეტთ. ჰოროსკოპი დღეს ნეგატიური ხალხისგან შორს ყოფნას გირჩევთ - მათ შეიძლება ცუდი ხასიათი გადმოგდონ.
სიახლეები
- “მიხარია, რომ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ერთობის აუცილებლობაზე; როდესაც მე შარშან იმავეს ვამბობდი, ქ.-ნი სალომე აცხადებდა, ერთობა არის შემოგდებული თემაო” – სააკაშვილი
- დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში ქალაქის ყოფილი “მერი” ააფეთქეს
- “ოპოზიციის განცხადებებიდანაც ჩანს, რომ მათ სამართლებრივი არგუმენტები ნაკლებად აქვთ, საქართველოს მოსახლეობას ისევ კარგად ახსოვს ის 9 წელი, ყველას უნახავს პოლიტიკური ლიდერების დაკავება და ციხეში წამება - რამაზ საყვარელიძე
- აქტივისტს, რომელსაც მარიამ ლაშხმა უჩივლა, ქონება და ანგარიშები დაუყადაღეს
- პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულ გიორგი მინდაძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა