5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
თუ დაოჯახებული არ ხართ, შეიძლება წვეულებაზე გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენი ცხოვრების თანამგზავრი გახდება.
შეწყვიტეთ ახლობლების კეთილდღეობაზე გადამეტებული მზრუნველობა, ეს მათთვის სასარგებლო არ იქნება. შესაძლოა, ვარსკვლავები გირჩევენ, სამსახურში დაწყებული საქმე სამომავლოდ არ გადადოთ და ბოლომდე მიიყვანოთ.
გირჩევთ შოპინგზე მეგობარი გაიყოლოთ, რომელიც თქვენს დროულად შეჩერებას შეძლებს და ზედმეტ ხარჯებს თავიდან აგაცილებთ.
კურო
ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება წარმატებულ პაემანს გპირდებათ.
გირჩევთ, ოჯახის წევრების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ და სახლში თბილი და ჰარმონიული ატმოსფერო შექმნათ. ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ - გამოყავით დრო გეგმების გააზრებისთვის.
მასშტაბური წამოწყებისგან ჯობია ჯერჯერობით თავი შეიკავოთ. ერიდეთ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და მნიშვნელოვან გონებრივ დატვირთვას. აზრი არ აქვს ძალისხმევის ჩადებას ისეთ საქმეში, რომელიც თავიდან განწირულია. ვარსკვლავები გირჩევენ, გარკვეული დროის განმავლობაში აქტიურობას მოერიდოთ. მომდევნო 24 საათის განმავლობაში ღირებულ რჩევას მიიღებთ ნაცნობი ადამიანისგან.
ტყუპები
მიმზიდველი ადამიანი, რომელიც ახლახან გაიცანით, თქვენით დაინტერესდება. თუ თქვენი გული თავისუფალია, შესაძლოა, რომანი დაიწყოს!
თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს შეძლებთ ნებისმიერ პრობლემას გაუმკლავდეთ. შესაფერისი დროა პატიებისა და შერიგებისთვის. შესაძლოა, მაქსიმალურად ფრთხილად და კორექტულად მოქმედება მოგიწიოთ.
არ არის გამორიცხული საქმიანი შეხვედრები და ოფიციალური კომუნიკაცია. უარი არ თქვათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე. დაესწარით საინტერესო და კარიერისთვის სასარგებლო სემინარებსა და კონფერენციებს.
კარგი დღეა ფიზიკური დატვირთვის, აქტიური დასვენების, ხანგრძლივი სეირნობისა და მოგზაურობისთვის. გამორიცხული არ არის ფინანსური იღბალი, რომელიც მოგებას ან მომგებიან შენაძენს უკავშირდება.
კირჩხიბი
მარტოხელა კიჩხიბებისთვის ჰორიზონტზე უკვე გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც შეუძლია თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოს. წინ რომანტიკული პაემნები და ამაღელვებელი თავგადასავლებია.
თუ მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ მეორე ნახევარი ნერვებზე მოქმედებს იწყებს, ეცადეთ, ცოტა ხნით განმარტოვდეთ. ზოგჯერ ერთმანეთისგან დასვენება სიყვარულის განმტკიცებისა და გახანგრძლივებისთვის საუკეთესო საშუალებაა.
გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ საქმეში მთავარია თანმიმდევრულობა და არა გადაწყვეტილებების მუდმივი ცვლა. დღის მეორე ნახევარში შეიძლება კუჭმა შეგაწუხოთ, ამიტომ მძიმე საკვებზე უარი თქვით.
ლომი
მოსალოდნელია საბედისწერო შეხვედრა, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. უფრო ხშირად გადით სახლიდან და ყურადღების მიქცევა ნუ მოგერიდებათ!
მეუღლე (ან პარტნიორი) თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, ამიტომ ფანტაზიას ნუ შეზღუდავთ: კინოში სიარული, რომანტიკული საღამოები, სასიამოვნო საჩუქრები ქორწინებას უფრო ჰარმონიულს გახდის.
სამსახურში ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობა მოგიწევთ. კარგად შესრულებული სამუშაოსთვის საუკეთესო ჯილდო სტაბილურობა და მატერიალური კეთილდღეობაა, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ამ სამყაროში ფინანსების გარდა სხვა ფასეულობებიც არსებობს.
სტრესული სიტუაციების დროს ზედმეტი ჭამისკენ ხართ მიდრეკილი და ეს უნდა აკონტროლოთ.
ზოდიაქოს ნიშნებს შორის უდავოდ, ყველაზე გამძლე ხართ, მაგრამ ზოგჯერ დასვენება თქვენც გჭირდებათ.
ქალწული
შესაძლოა, ოდესღაც მიძინებული ნიჭის აღმოჩენა მოახერხოთ და პიროვნული ხიბლის წყალობით სიყვარულში წარმატებას მიაღწიოთ.
გახსოვდეთ, რომ სამსახურის პრობლემები სამსახურში უნდა დატოვოთ და კოლეგებზე გაბრაზებულმა ჯავრი ოჯახის წევრებზე არ უნდა იყაროთ. შესაფერისი დღეს რთულ პროექტებთან მუშაობისთვის. თქვენი ენთუზიაზმი დაგეხმარებათ, რომ საქმეები დაგეგმილზე ადრე დაასრულოთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და კვების რაციონი შეცვალოთ.
სასწორი
პირად ცხოვრებაში ყველაფერი მშვიდად და ჰარმონიულადაა, რაზეც ვენერასა და სატურნის ტრიგონი მიუთითებს. თქვენ უყვარხართ ადამიანს, რომელიც ამის აღიარებას ვერ ბედავს.
თუ ახლობელმა ადამიანმა თქვენთვის რთულ მომენტში მხარი არ დაგიჭირათ, ნუ გაბრაზდებით - მას თავისი პრობლემებიც თავზე საყრელად აქვს! გულახდილი საუბარი დაგეხმარებათ, ერთმანეთს უკეთ გაუგოთ და საჭირო დასკვნები გამოიტანოთ.
ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჯერჯერობით მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ.
თქვენთვის კოსმეტიკური პროცედურები და პარაფინოთერაპია სასარგებლო იქნება. ეს ყველაფერი უამრავ სასიამოვნო შთაბეჭდილებას მოგანიჭებთ. აქტუალურია ფიზიკური ვარჯიშები და დატვირთვები, რომლებშიც სხეულის ყველა კუნთი ჩართულია.
მორიელი
ყურადღება გამოიჩინეთ ოჯახის წევრების მიმართ. დაინტერესდით ბავშვების საქმეებით და მეუღლეს უგუნებობის მიზეზი ჰკითხეთ - ის ამას იმსახურებს. თუ სახლში ყველაფერი გაღიზიანებთ, ყურადღება საყვარელ საქმიანობაზე გადაიტანეთ. რამდენიმე დღეში ღრუბლები გაიფანტება და მიხვდებით, რომ მეუღლეც ძველებურად მომხიბვლელია და ოჯახიც საუკეთესო გაქვთ.
შესაძლებლობა გექნებათ, რომ უფროსს სამსახური გაუწიოთ. შანსი ხელიდან არ გაუშვათ, რადგან ის კარიერულ პერსპექტივებს გაგიხსნით. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს რაღაც ნივთი წამიერი ემოციების გავლენით შეიძინოთ და მერე დიდხანს ინანოთ.
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ეცადეთ, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ.
მშვილდოსანი
წვრილმანი უსიამოვნებების მიუხედავად, მთლიანობაში ხელსაყრელი და სასიამოვნო დღეა, რომელიც ახალ ნაცნობობას და დადებით ემოციებს გპირდებათ. გირჩევთ, ურთიერთობებს მშვიდად და გონივრულად მიუდგეთ - ზედმეტ აღტაცებას ხშირად დიდი იმედგაცრუება მოჰყვება.
რთულ სიტუაციაში შეგიძლიათ გამოცდილი კოლეგების დახმარებას დაეყრდნოთ. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში მათთვის სამსახურის გაწევის შესაძლებლობა თქვენც მოგეცეთ. პროფესიული ამოცანის შესრულებისას ყურადღებით იყავით, განსაკუთრებით თუ მიმდინარე საქმეები ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, სადაც შეიძლება ვირუსი შეგეყაროთ. გამორიცხეთ ალკოჰოლური სასმელების გამოყენება და ავტომობილის სწრაფი მართვა.
თხის რქა
თქვენი პირადი ცხოვრება შეიძლება უფრო მრავალფეროვანი და ვნებიანი გახდეს. შესანიშნავი დღეა ინტერიერისთვის ლამაზი ნივთების შესაძენად, სტუმრების მისაღებად და მხიარული საღამოს გასატარებლად.
ხელმძღვანელობა თქვენს შრომისმოყვარეობასა და საიმედოობას დააფასებს. შესრულებული სამუშაოს ხარისხი თქვენს პროფესიულ პოზიციებს გაამყარებს.
იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. ყოველდღიურ რაციონში მეტი ახალი ხილი და ბოსტნეული და ნაკლები სტრესი - ეს არის ჯანმრთელობის მთელი საიდუმლო!
მერწყული
ამ დღეს მოსალოდნელია გარედან მხარდაჭერა - ახლობელი ადამიანები თქვენი მატერიალური პრობლემების ნაწილს საკუთარ თავზე აიღებენ. ერიდეთ ჭკუის დამრიგებლებს, რომლებიც ყველა წვრილმანს ეძიებიან! თუ თქვენს გარემოცვაში მსგავსი ადამიანები არიან, უმჯობესია მათთან ურთიერთობას თავი აარიდოთ.
ეს დღე ხელსაყრელია მცირე შენაძენებისა და ფინანსური კონტრაქტების დასადებად. რაც შეეხება ნაღდ ფულს, შეგიძლიათ თქვენს გამჭრიახობას და პროფესიონალიზმს დაეყრდნოთ.
დიეტის დასაწყებად არახელსაყრელი დღეა - თქვენი ორგანიზმი მრავალფეროვნებას ითხოვს! საღამოს შეგიძლიათ საკუთარი თავი გემრიელი ვახშამით, სპა-სალონში ვიზიტით ან დიდი ხნის ნანატრი ნივთის შეძენით გაახაროთ.
თევზები
თუ მარტოხელა ხართ, გამოდით კომფორტის ზონიდან და მიეცით ბედს საშუალება, რომ თავისი სვლა გააკეთოს.
ნუ დაელოდებით, რომ თქვენს ნაცვლად, გადაწყვეტილებას სხვა მიიღებს — დამოუკიდებლად იმოქმედეთ. ეცადეთ, ყველა უსიამოვნებას მშვიდად უპასუხოთ, თუნდაც სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა ვერ შეძლოთ.
დღეს თავში მოგივათ მშვენიერი აზრი, თქვენი საცხოვრებელი პირობები როგორ გააუმჯობესოთ. თ დაოჯახებული ხართ, მეორე ნახევარი ნებისმიერ წამოწყებაში მხარს დაგიჭერთ.
შესაძლოა, საღამოს ხალხმრავალ წვეულებაზე მიგიწვიონ, მაგრამ ახლა ძალების აღდგენისთვის მშვიდი დასვენება და სრულყოფილი ძილი გჭირდებათ.
სიახლეები
- "ყველას ეხება რეჟიმის პოლიტიკა, ყველას ავიწროებს და ყველას შესაძლებლობების გზას უკეტავს" - სალომე ზურაბიშვილი
- "რა ქიმიური ნივთიერება? მარტო საქართველოში ხომ არ ხდება აქციების დაშლა?!" - კახა კალაძე
- "2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო"- გივი მიქანაძე
- "ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის, როცა ეს შველა დროზე არ მოვა, შეიძლება, უიმედობაში ჩავვარდეთ, ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება"
- "ევროკავშირი საქართველოში მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლა, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები, გამოიძიოს ძალის გადამეტების შემთხვევები"