"ბავშვების გადარჩენა ზედმეტად ეძვირათ'"- ნიკა გვარამია

ბავშვების გადარჩენა ზედმეტად ეძვირათ - სამაგიეროდ, ბიძინას გაუგებარი ხუშტურისთვის (სკოლის ფორმები) შუა საბიუჯეტო წელს ათობით მილიონი წამში გამონახეს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამით დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება.

„ეს რაც შეეხება პრიორიტეტებს: ბავშვების სიცოცხლე თუ ბიძინას ხუშტური. და ისე, ეკონომიკური კრიზისი რომ არა, ასეთ მგრძნობიარე ამდენს არ ალაპარაკებდნენ და ასე არ გაამწარებდნენ ჰიპერპოპულისტი „ქოცები“ საზოგადოებას, საკუთარი მომხრეების ჩათვლით. “ფული არალი”,“ - წერს გვარამია.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. მისი თქმით, არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომელსაც აქვს პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის ისეთ შენელებაზე, რითაც ეტლის საჭიროების ასაკი შეიძლება გადავადდეს ერთიდან სამ წლამდე.

მინისტრი აღნიშნავს, რომ ეტლის საჭიროების გადავადებისთვის და სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაზრდელად დადასტურებულად დადებითი ფუნქცია აქვს ე.წ. კორტიკოსტეროიდებს, რომელიც უკვე გათვალისწინებულია სახელმწიფო პროგრამით.

წაკითხვა 81 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.