3 იანვრის სავსემთვარეობა კირჩხიბში: მოემზადეთ დიდი ემოციებისა და რადიკალური ცვლილებებისთვის
2026 წელი ენერგეტიკულად ძლიერი მოვლენით იწყება - 3 იანვარს გველოდება წლის პირველი სუპერ მთვარეობა. მას ხშირად "მგლის მთვარეს" უწოდებენ, რაც უძველესი ტრადიციებიდან მოდის: ითვლებოდა, რომ წლის პირველი სავსე მთვარე ადამიანს ჭეშმარიტ გზაზე აყენებს და მას სულიერ მეგზურობას უწევს.
ასტროლოგიურად, ეს სავსემთვარეობა კირჩხიბის ნიშანში ხდება. ეს ნიშნავს, რომ ემოციები პიკს მიაღწევს, გაიღვიძებს ნოსტალგია და გაჩნდება იმის სურვილი, დავუბრუნდეთ ფესვებს ან სულაც ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ.
აი, რას ჰპირდება 3 იანვრის სუპერ მთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს:
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ფოკუსში თქვენი ოჯახი და საცხოვრებელი ადგილია. შესაძლოა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ბინის ან ახლობლებთან ურთიერთობის შესახებ. მთავარია, შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა, მაშინაც კი, თუ საყოფაცხოვრებო ქაოსი მოგეძალებათ.
კურო (21 აპრილი - 20 მაისი)
მოემზადეთ დიდი ინფორმაციული ნაკადისთვის. მნიშვნელოვანი საუბარი ან მოულოდნელი სიახლე ნათესავებისგან თქვენს სამომავლო გეგმებს შეცვლის. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას, ჯერ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.
ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
სავსემთვარეობა ფინანსურ საკითხებს წამოწევს წინ. შესაძლოა პარტნიორთან ფულზე სერიოზული საუბარი დაგჭირდეთ. ეცადეთ, ემოციები გვერდზე გადადოთ და ცივი გონებით იმოქმედოთ - დღეს ფინანსური გადაწყვეტილებების დროა.
კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
ეს თქვენი დღეა! სავსემთვარეობა თქვენს ნიშანშია, რაც ნიშნავს, რომ დროა მოიხსნათ "ვარდისფერი სათვალე". შესაძლოა დაინახოთ, ვინ არის თქვენ გვერდით რეალურად და ვინ გიყენებთ საკუთარი ინტერესებისთვის. ეს პერიოდი ან დაგაშორებთ პარტნიორს, ან თქვენს კავშირს სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
თქვენი ორგანიზმი "სიგნალებს" გამოგიგზავნით. საახალწლო სამზადისმა და უძილო ღამეებმა თავისი კვალი დატოვა. 3 იანვრიდან აუცილებლად მიხედეთ რეჟიმს, ძილს და კვებას. თქვენს სხეულს ახლა რესტარტი სჭირდება.
ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
ბალანსი პირად სურვილებსა და კოლექტიურ მიზნებს შორის - ეს თქვენი მთავარი გამოწვევაა. შესაძლოა დაასრულოთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებთანაც საერთო გზა აღარ გაქვთ. დროა, საკუთარ ემოციურ ჩაკეტილობაზე იმუშაოთ.
სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
მიუხედავად უქმეებისა, ფიქრები კარიერისკენ გაგირბით. ეს საუკეთესო დროა ამბიციური გეგმების დასასახად, თუმცა ნუ მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს სამსახურში - კირჩხიბის გავლენით ახლა გრძნობები გონებაზე ძლიერია.
მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
თქვენთვის პოზიტიური პერიოდი დგება. სულს დღესასწაულის გაგრძელება სწყურია და მიეცით მას ამის უფლება! დაგეგმეთ თავგადასავლები, თუმცა ფრთხილად იყავით სიტყვებთან - ემოციურ ნიადაგზე ნათქვამმა ფრაზამ შესაძლოა ახლობელთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
დროა დაფიქრდეთ დამოუკიდებლობაზე. სავსემთვარეობა დაგანახებთ, სად ხართ ზედმეტად დამოკიდებული სხვის ფინანსებზე ან აზრზე. მშვიდად ისაუბრეთ პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე - ზედმეტი დრამის გარეშე.
თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
ყურადღება ოჯახურ სიმყუდროვესა და ყოფით საკითხებს დაუთმეთ. კარგი დროა გენერალური დალაგებისთვის ან რემონტის დასაგეგმად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დრო შვილებს დაუთმოთ - ეს თქვენს შორის ნდობას გაამყარებს.
მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
პირადი საზღვრების დაწესების დროა. შესაძლოა იგრძნოთ, რომ სხვისი პრობლემებით ზედმეტად იტვირთებით. ისწავლეთ "არას" თქმა და განსაზღვრეთ, ვისთვის გიღირთ თქვენი ენერგიის დახარჯვა.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
ნამდვილი შემოქმედებითი აფეთქება გელით! სავსემთვარეობა შთაგონებით აგავსებთ და ცხოვრების გემოს თავიდან გაგრძნობინებთ. არ გაუშვათ ეს მომენტი - სანამ უქმეები გრძელდება, მაქსიმალურად დაუთმეთ დრო იმას, რაც ბედნიერებას განიჭებთ.
სიახლეები
- "პატიმრებთან დაკავშირებით 3-ჯერ გვაქვს დაყენებული საკითხი, რომ ვისაც დანაშაული მსუბუქად შეიძლება ჩაეთვალოს, იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის მზია ამაღლობელზე"
- რა არის ნაბახუსევი და როგორ დავუბრუნდეთ ჩვეულ მდგომარეობას დღესასწაულის შემდეგ
- პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა
- თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა
- საქართველოში 3 და 4 იანვარს ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს