5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი:
ვერძი - ახალი შემოთავაზებებისა და საინტერესო პერსპექტივების დღეა. არჩევანის საშუალება გექნებათ და ეცადეთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. გართობა კარგია, მაგრამ ნურც ვალდებულებებს დაივიწყებთ.
კურო - ბედნიერი და პოზიტიური დღე გელით. სიამოვნებას მიიღებთ ჩვეულებრივი საქმეების შესრულების დროსაც კი. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, ახლობლებს.
ტყუპი - გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ფული მოზომილად ხარჯეთ. მხიარული საღამო გელით, ნუ მოიკლებთ გართობას უფულობის მიზეზით.
კირჩხიბი - ყველა უსიამოვნებას წამებში მოაგვარებთ და საყვარელ ადამიანთან დროის გასატარებლადაც მოიცლით. მთავარია, თქვენს პირად ცხოვრებაში არავინ ჩაახედოთ.
ლომი - ახალი წამომწყებები გამოცდილ ადამიანებთან ერთად დაიწყეთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის, მგზავრობისთვის. მთავარია, თავად იყოთ მშვიდი და დაფიქრებულად იმოქმედოთ.
ქალწული - ყველას გასაკეთებელს თავად ნუ შეასრულებთ, საქმე სხვებსაც გადაუნაწილეთ. კარგი დღე ცდებისა და ექსპერიმენტებისთვის. მეგობრებთან ერთად გართობის საშუალებაც მოგეცემათ.
სასწორი - დღეს მხოლოდ ერთგულ და გამოცდილ პარტნიორებს უნდა ენდოთ. მეტი ყურადღება გმართებთ მეგობრებისა და ახლობლების მიმართ. გამონახეთ დრო დასვენებისა და ბავშვებთან ერთად გართობისთვის.
მორიელი - ზოგიერთს მნიშვნელოვანი საუბარი და ახალი პროექტების დაწყება ელის. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. მეგობრებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით.
მშვილდოსანი - თუ დროს სწორად გადაანაწილებთ, საქმეებსაც მარტივად გაუმკლავდებით და გართობისა და რომანტიკისთვისაც დაგრჩებათ დრო. მოიწყევთ რომნატიკული საღამო. და მოეშვით ზედმეტ ფილოსოფოსობას.
თხის რქა - დატოვეთ წარსული წარსულში და მოემზადეთ სიახლეებისთვის. წინ გამარჯვებები და ბედნიერება გელით. დაგეხმარებიან ადამიანები, რომლებსაც უყვარხართ.
მერწყული - დასვენებული და გამოძინებული შეუდექით ახალი ვალდებულებების შესრულებას. თქვენს აზრს და რჩევებს გარშემო მყოფები გაითვალისწინებენ, მაგრამ ძალიან მწარე სიმართლეს შეულამაზებლად ნუ იტყვით.
თევზები - დილა პოზიტიურად დაიწყეთ. ენერგიის დაგროვებაში ვარჯიში დაგეხმარებათ. საღამომდე ახალი იდეების განხორციელებით, ახალი საქმეების დაწყებით იქნებით დაკავებული, მაგრამ ნურც სუფთა ჰაერზე სეირნობას და დასვენებას მოიკლებთ.
astrologi.ambebi.ge
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"