16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი:
ვერძი - საკუთარი მოსაზრებები დელიკატურად გამოთქვით ხოლმე. აი, საყვარელი ადამიანისთვის კი კომპლიმენტებს ნუ დაიშურებთ. ხშირად გაიღიმეთ და ახლობლებიც ამხიარულეთ.
კურო - ახალ საქმიანობაში ჩართვის დღეა. არ იზარმაცოთ, იშრომეთ და ყველაფერი აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება. განმარტოებისა და საკუთარ თავში გასარკვევად საღამო შეარჩიეთ.
ტყუპი - სასიამოვნო სიახლეები გელით. სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შეტრიალდება. თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ სათქმელი გამოიყენეთ სოციალური ქსელები.
კირჩხიბი - გადადგით მცირე, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯი, საკუთარი მიზნების მისაღწევად. გამონახეთ დრო ჯანმრთელობის, განწყობის გასაუმჯობესებლად.
ლომი - ნუ აჩქარდებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. წინასწარ შეადგინეთ მოქმედების გეგმა და გაითვალისიწენთ ყველა დეტალი. მცირე ფიზიკური აქტიურობაც კი მეტად ენერგიულს გაგხდით.
ქალწული - არავის დაანახვოთ თქვენი ემოციები, განსაკუთრებით, როცა ვიღაც დახმარებას, რჩევას გთხოვთ. მაქსიმალურად თავი შეიკავეთ, როცა გარშემო მყოფებს აკრიტიკებთ.
სასწორი - ღიმილი, კომპლიმენტი ან ცხოველის მოფერება ის წვრილმანია, რაც განწყობას გაგიუმჯობესებთ. დღეს შეგიძლიათ რაიმე (ფუფუნების ნივთიც კი) შეიძინოთ საკუთარი თავისთვის.
მორიელი - აჩქარებით საქმეები არ გააფუჭოთ. იმოქმედეთ ნელა და დაკვირვებულად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. იყავით მეტად თბილი მათ მიმართ.
მშვილდოსანი - თქვენ გარშემო ბევრი საინტერესო მოვლენა ხდება. განწყობის მიხედვით იმოქმედეთ. თუ საყვარელ ადამიანთან განმარტოება გსურთ, მნიშვნელოვან ვალდებულებებს ნუ შეეჭიდებით.
თხის რქა - საქმეები არასდროს დასრულდება. ეცადეთ, გამონახოთ დრო დასვენებისთვისაც. ეცადეთ, გარშემო მეტი კომფორტი შეიქმნათ. მიირთვით გემრიელობები, ჩაიცვით მოსახერხებელი და არა მკაცრი სამოსი.
მერწყული - დილა ვარჯიშით დაიწყეთ. შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და ეცადეთ, დღესვე დაასრულოთ დაწყებული საქმეები. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ.
თევზები - სიამოვნების, მხიარულების დღე გელით, მთავარია, თავად შეიქმნათ ბედნიერი განწყობა. დაივიწყეთ ყოველდღიური პრობლემები, ყველას დღესვე ვერ მოაგვარებთ და დაკბით ცხოვრებით.
სიახლეები
- რისთვის გამოჰყავს ხალხი "ალიანსს" 26 მაისს
- "ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ მზაკვრული გეგმა ჩავშალეთ, რაც დღემდე ვერ უპატიებია პუტინს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი გეოგრაფიაში ვერ ერკვევა, ჰგონია, რომ საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ევროპა აზიას დააკავშირო"
- "გილოცავთ გიორგობას, წმინდა გიორგის ლოცვით უფალმა გააძლიეროს, გაამთლიანოს საქართველო, დაიფაროს ჩვენი ეკლესია და ყოველი თქვენგანი"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 მაისიდან