ეკატერინე ტიკარაძე და ზვიად შალამბერიძე ხონის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდნენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ხონის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დევნილი მოსახლეობის, საყოფაცხოვრებო პირობებისა და საჭიროებების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.
ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, მოსახლეობისთვის იყო ავარიული საბავშვო ბაღი, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია და მალე 120-მდე აღსაზრდელი შეძლებს სრულფასოვანი სკოლამდელი განათლების მიღებას. გარდა ამისა რეაბილიტაცია უტარდება კულტურის სახლსაც.
კულტურის სახლისა და სკოლამდელი დაწესებულების რეაბილიტაცია პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომელსაც გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (KFW) და ლტოლვილთა დანიის საბჭო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებზე, ძირითადად, დევნილი მოსახლეობაა დასაქმებული.
შეხვედრას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბესარიონ სიმონიშვილი, ხონის მერი ლადო ჯურხაძე და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე.
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირებულია და 49% შეადგენს" - „ევრობარომეტრი“
- "საქართველო დღეს დემოგრაფიული კრიზისის წინაშეა" - ელეონორა არჩაია
- "ძალადობა, ვანდალიზმი, თავდასხმა სამართალდამცველებსა და საჯარო ინსტიტუტებზე სცდება მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი განმარტების ზღვარს"
- "მელიამ პოლიციას თავი დააჭერინა და უნდათ სხვაზე გადაიტანონ" - მამუკა მდინარაძე