ცნობიერება სხეულის სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს მუშაობას - ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერები
ფიზიკოსებმა აშშ-ის არიზონის უნივერსტეტიდან, ბრიტანელ კოლეგებთან ერთად გამოაქვეყნეს ადამიანის ცნობიერების კვანტური ანალიზის შედეგები და აცხადებენ, რომ ცნობიერება სხეულის სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს მუშაობას.
მათი თქმით, თანამედროვემეცნიერება აფიქსირებს მხოლოდ ადამიანის სხეულის ფიზიკურ სიკვდილს, რაც შეეხება ცნობიერებას, თანამედროვე კვანტური თეორიის მიხედვით ჩატარებული ანალიზების შედეგად ცნობიერება ამის შემდეგაც განაგრძობს ფუნქციონირებას.
მათ დაუშვეს, რომ ცნობიერება ეს ერთადერთი ინფორმაციაა, რომელიც ადამიანის ტვინში კვანტურ დონეზე ინახება და ამ პროცესს - Orchestrated Objective Reduction (ორგანიზებული ობიექტური შემცირება) უწოდეს. ბრიტანელები და ამერიკელები აცხადებენ, რომ ნეირონებში ცილოვანი მიკრომილაკები გარკვეულ ინფორმაციას ინახავენ, რაც, მათი სტრუქტურის მიხედვით, კვანტური კომპიუტერების როლს თამაშობენ.
მათი ვერსიით, მას შემდეგ, რაც გულისცემა შეწყდება და სისხლის მიმოქცევა ჩერდება,, ეს მიკრომილაკები კარგავენ თავის კვანტურ მდგომარეობას, თუმცა ინახავენ მათში არსებულ ინფორმაციას. მეტიც, ეს მიკრომილაკები ფაქტიურად უკვდავნი არიან და სამყაროში ვრცელდებიან. ზოგიერთის მოსაზრებით, სწორედ ეს წარმოადგენს ადამიანის სულს.
სიახლეები
- უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ქართული ენის ორსემესტრიანი სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო იქნება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 აპრილისთვის
- "სწორედ ეს არის ქართველი ხალხის წუხილის ვერასდროს გაგების მაგალითი, „დოიჩე ველემ“ სიტყვის თავისუფლების დარგში პრემია მიანიჭა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, თამარ კინწურაშვილს"
- "შესაძლოა, რეჟიმმა შიშის დათესვა სცადოს, მაგრამ ეს ჩვენს სიმტკიცეს მხოლოდ გააძლიერებს, ხალხი არ გაჩუმდება" - სალომე ზურაბიშვილი
- "პირთა გარკვეული ჯგუფი გეგმავდა სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო" - სუს-ის ანგარიში