უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ქართული ენის ორსემესტრიანი სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო იქნება
უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ქართული ენის ორსემესტრიანი სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო იქნება.
შესაბამისი ცვლილებები “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტია.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლების თაობაზე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა ნანა მაჭავარიანმა და ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი გოგოლაშვილმა მიმართეს.
საკანონმდებლო წინადადება განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მისაღებად ცნო და პარლამენტს საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე შემუშავებული კანონის პროექტი წარუდგინა.
აღნიშნული კანონის მიღების შედეგად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფოენოვან ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სახელმწიფო ენის (ორსემესტრიანი) სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო იქნება.
კანონის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ეს აამაღლებს ქართული ენის ფლობისა და წიგნიერების დონეს სტუდენტებში.
“2003 წელს რევოლუციის გზით მოსულმა არაეროვნულმა ხელისუფლებამ სავალდებულო საუნივერსიტეტო საგანი “ქართული ენა“ გააუქმა. ეს იყო ნაწილი იმ დანაშაულებრივი ღონისძიებებისა, რომლებიც იმ ხელისუფლებამ სახელმწიფო ენის მიმართ ჩაიდინა - დახურეს ენის სახელმწიფო პალატა; გააუქმეს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის კომისია; პარლამენტში გაუქმდა სახელმწიფო ენის ქვეკომიტეტი; დაიხურა ყველა რადიო და ტელეგადაცემა ქართული ენის შესახებ; დაიხურა ჟურნალ-გაზეთები ქართული ენის შესახებ; სკოლაში შემცირდა ქართული ენის საათები.
ქართულ ენასა და ქართულ ეროვნულ იდენტობაზე განხორციელებული მიზანმიმართული შეტევა 2012 წელს, “ქართული ოცნების“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეწყდა“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
სიახლეები
- "მადურომ ვერ შეასწრო ბუნკერში და ვერ შეასწრებს ივანიშვილიც" - მიხეილ სააკაშვილი
- "უდანაშაულო ვარ, წესიერი ადამიანი ვარ და კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი" - ნიკოლას მადურო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 იანვრისთვის
- "რა კონფიგურაციიის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება"
- " ის, რომ მადურო სასტიკი, არალეგიტიმური დიქტატორია, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ვენესუელაში დონალდ ტრამპის ქმედება იყო როგორც უკანონო, ასევე არაგონივრული"
