არ იდარდო წარუმატებლობაზე - მიეცი თავს უფლება დაუშვა შეცდომები!
ყველა წარმატებულ ადამიანს ერთი რამ აერთიანებს - თუ როგორ აღიქვამენ წარუმატებლობას და შემდეგ როგორ უმკლავდებიან შედეგებს.
ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ კითხვას მხოლოდ ერთი სწორი პასუხი აქვს, რომ დამოუკიდებლად შევასრულოთ დავალებები და სხვისგან არ გადავწეროთ ან სხვა არ დავიხმაროთ. გვადარებენ წარჩინებულ თანატოლებს და გვასწავლიან, რომ შეცდომების დაშვება განსაზღვრავს ჩვენს ფასს. წარუმატებლობა კი ყველაზე საშინელი რამ არის, რაც შეიძლება გადაგვხდეს თავს, რადგან იმედებს ვუცრუებთ ჩვენთვის საყვარელ ადამიანებს. სამწუხაროდ, ეს მიდგომა მოგვიანებით ყველა ჩვენგანს დააზარალებს.
რატომ არის ეს პრობლემა?
რადგან ბავშვობიდან გვივითარდება წარუმატებლობის შიში, როცა ვიზრდებით კი მარცხს გავურბივართ, არ მივდივართ რისკებზე, არ ვსწავლობთ რაიმე ახალს. გვირჩევნია ერთი ადგილი ვტკეპნოთ, ვიმეოროთ რუტინად ქცეული ქცევები, რადგან ეს ნაცნობია ჩვენთვის.
შეცდომები გვაჩვენებს სწორედ თუ რა უნდა გავაუმჯობესოთ, რა არ ვიცით.
აუცილებელია, ეს დავინახოთ და მივიღოთ, როგორც გაუმჯობესებისა და წინსვლის შესაძლებლობა. შეიძლება, უმაღლესი ქულის მიღებამ კარგად გაგრძნობინოს თავი, თუმცა, ამასთან ერთად გვაჩვენოს მასალის სიმარტივე. თუ შეცდომების დაშვებას ავიცილებთ თავიდან, უარს ვიტყვით ყოველგვარ განვითარებაზე და გავიჭედებით არასრულფასოვნების დაუსრულებელ ციკლში.
გინდა გაარღვიო ციკლი?
ამისთვის პირველი ნაბიჯია, მისცე საკუთარ თავს უფლება დაუშვა შეცდომები. გადადგი ნაბიჯი სიახლისკენ, შეისწავლე ახალი უნარი, გამოიცვალე სამსახური, შეცვალე რაიმე ისე, რომ არ შეგეშინდეს შეცდომების დაშვების. შეგიძლია, დაიწყო რაიმე მარტივით და ეცადე, არ გაჩერდე! გაანალიზე შედეგები, მიიღე უკუკავშირი ადამიანებისგან, რომლებსაც ენდობი, რომლებმაც უკვე გაიარეს შენი გზა და განვითარდნენ. შემდეგ კი ეცადე თავიდან, შეცვალე მიდგომა.
თუ გინდა გახდე წარმატებული შენს სფეროში, აღიქვი ყოველი წარუმატებლობა შესაძლებლობად. ზოგჯერ, დაგჭირდება გარკვეული დრო დაახარისხო ემოციები, აღიარო დამარცხება, პასუხი მოსთხოვო საკუთარ თავს, თუმცა, საბოლოოდ, უნდა აწიო თავი და გააგრძელო წინსვლა. შეგიძლია სცადო ხელახლა, სცადო სხვაგვარად, სცადო უკეთესად!
სიახლეები
- "ვერავინ შეძლებს მთელი მსოფლიოს სამუდამოდ მოტყუებას, ვერც პუტინი, ვერავინ შეძლებს ყველას წინააღმდეგ წასვლას" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ამომრჩევლებს დავპირდით, რომ განათლების რეფორმა პრიორიტეტული იქნებოდა, ეს განათლების ის რეფორმაა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა"
- "რუსეთი არ აპირებს ევროპასთან ომს, თუმცა თუ ევროპა მოინდომებს და დაიწყებს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ"- ვლადიმერ პუტინი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 დეკემბრისთვის
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო