"ირანს ძალიან სამართლიან და გონივრულ შეთანხმებას ვთავაზობთ და იმედი მაქვს, დათანხმდებიან, თუ არა, აშშ ირანში ყველა ელექტროსადგურსა და ხიდს გაანადგურებს"
ირანს ძალიან სამართლიან და გონივრულ შეთანხმებას ვთავაზობთ და იმედი მაქვს, რომ დათანხმდებიან, თუ არა და შეერთებული შტატები ირანში ყველა ელექტროსადგურსა და ხიდს გაანადგურებს, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ირანმა გუშინ ჰორმუზის სრუტეში ტყვიების სროლა გადაწყვიტა - რაც ჩვენი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრული დარღვევაა! ბევრი მათგანი ფრანგული გემისკენ და დიდი ბრიტანეთის სატვირთო გემისკენ იყო მიმართული. ეს კარგი არ იყო, არა? ჩემი წარმომადგენლები ისლამაბადში, პაკისტანში მიდიან - ისინი იქ ხვალ საღამოს იქნებიან მოლაპარაკებებისთვის.
ირანმა ცოტა ხნის წინ სრუტის დახურვა დააანონსა, რაც უცნაურია, ვინაიდან ჩვენმა ბლოკადამ უკვე დახურა ის. ისინი გააზრების გარეშე გვეხმარებიან და დაკეტილი მიმოსვლით ისინი აგებენ, 500 მილიონ დოლარს დღეში! შეერთებული შტატები არაფერს კარგავს. რეალურად, ამ წამს ბევრი გემი მიემართება აშშ-სკენ, ტეხასისკენ, ლუიზიანასკენ და ალასკისკენ, რათა დაიტვირთონ, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ გამო, რომელსაც ყოველთვის უნდა „კერკეტი კაკალი“ იყოს! ძალიან სამართლიან და გონივრულ შეთანხმებას ვთავაზობთ და იმედი მაქვს, რომ დათანხმდებიან, თუ არა და შეერთებული შტატები ირანში ყოველ ელექტროსადგურსა და ხიდს გაანადგურებს. აღარ იქნება ბატონი კეთილი კაცი! ისინი სწრაფად და მარტივად განადგურდებიან და, შეთანხმებას თუ არ დათანხმდებიან, ჩემთვის პატივი იქნება იმის გაკეთება, რაც უნდა გაკეთდეს, რაც უნდა დამართნოდა ირანს სხვა პრეზიდენტების მიერ ბოლო 47 წლის განმავლობაში. დროა, ირანის მკვლელი მანქანის დასრულება!”, - წერს ტრამპი.
სიახლეები
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
- ვრცელდება პაპუნა ლოცულაშვილის განცხადება, რომელზეც გორში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა
- "დავბრუნდი 17 წლის მერე და ისევ ემიგრანტი გავხდი, ამჯერად საკუთარ ქვეყანაში“ – ელზა ჯაბიძე
- "ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე, ეს მათმა მომხრეებმაც კი გადასარევად იციან" - მიხეილ სარჯველაძე
- „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია, „შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ კი ძალიან მავნე გეგმაა"
