პიკანტური გემოს მოყვარულთათვის: მექსიკური ენჩილადა ქათმით
ინგრედიენტები:
- ქათმის ფარში - 800 გ
- ხახვი - 1 ცალი
- წიწაკა ჩილი - 2 ცალი
- პომიდორი - 400 გ
- ზეითუნის ზეთი - 80 მლ
- ნიორი - 4 კბილი
- მარილი - 1,5 ჩ/კ
- შაქარი - 10 გ
- პილპილი - 0,5 ჩ/კ
- პაპრიკა - 0,5 ჩ/კ
- ხმელი ორეგანო - 1 ჩ/კ
- გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 300 გ
- ქინძი - 100 გ
- ლაზანიას ფირფიტები - 5 ცალი
მომზადება:
სოუსისთვის წვრილად დაჭერით ხახვი, ნიორი, წიწაკა ჩილი და მოხრაკეთ ზეთში 5 წუთის განმავლობაში.
დაუმატეთ მსხვილად დაჭრილი პომიდორი თავისივე წვენით. დაუმატეთ მარილი, შაქარი, შავი პილპილი, აურიეთ და ხრაკეთ კიდევ 5-7 წუთი.
მეორე ტაფაში მოხრაკეთ ქათმის ფარში ზეითუნის ზეთში იქამდე, სანამ მთელი წვენი არ ამოშრება. დაუმატეთ პაპრიკა, მარილი და ორეგანო. ხრაკეთ კიდევ 5 წუთი.
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. გამოსაცხობ ფორმაზე დაასხით სოუსის ნახევარი.
შემდეგ აიღეთ სათითაოდ ლაზანიას ფირფიტა და დადეთ მასზე 3 ს/კ ქათმის ფარში, მოაყარეთ გახეხილი ყველი და დაჭრილი ქინძი.
გადაახვიეთ მილისებურად და ჩადეთ გამოსაცხობ ფორმაში ნაკეცით ქვემოთ. ასე გაიმორეთ სხვა ფირფიტაზეც, სანამ ფორმა მთლიანად არ გაივსება.
დაასხით ზემოდან დარჩენილი სოუსი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და დაჭრილი ქინძი. აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი.
სუფრასთან მიიტანეთ არაჟანთან ერთად.
გემრიალად მიირთვით!
სიახლეები
- შოკისმომგვრელი ადგილები დედამიწაზე, რომლის არსებობაც დაუჯერებელია - ვიდეო
- „ძლიერმა საქართველომ“ სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში კოალიციის მერობის კანდიდატები წარადგინა
- "ვიდრე ოპოზიცია ერთმანეთს ებრძვის, „ოცნება“ ეროვნულ ინტერესებს ღალატობს, მთავარია, მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ ჩვენს შვილებს მომავალს ართმევენ" - გიორგი გახარია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 სექტემბრისთვის
- “2 მილიონი მოსაწვევი შეკვეთილია, მინიმუმ 200 ათასი მოვა” - ოპოზიციის ტიტანური გეგმები და მათი ხორცშესხმის ალბათობა