ქათმის ფილე არაჟნით
ეს კერძი სწრაფად მზადდება და ძალიან გემრიელი და ნოყიერია. აუცილებლად სცადეთ...
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ქათმის ფილე - 700 გრ;
არაჟანი - 100 გრ;
მწვანე ხახვი - 1 ღერო;
კამა - 20 გრ;
მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით;
მომზადების წესი:
ქათმის ფილე გარეცხეთ, დაჭერით საშუალო ზომებად და გადაიტანეთ კარგად გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე. (შეეცადეთ, ტაფაზე ზეთი არ ადუღდეს).
გასუფთავებული მწვანე ხახვი დაჭერით მრგვლად და როგორც კი ფილე შეიბრაწება, ტაფაშივე დააყარეთ. კარგად მოურიეთ, დაამატეთ მარილი, პილპილი და დაახლოებით, 2 წუთის შემდეგ დაასხით არაჟანი.
დაამატეთ, დაახლოებით 250 მლ წყალი, წვრილად დაჭრილი კამა, კარგად მოურიეთ და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში თავდახურულ ტაფაში.
სულ ეს არის!
შენიშვნა:
გარნირად შეგიძლიათ, მოუმზადოთ მოხარშული ბრინჯი, მაკარონი ან ნებისმიერი ბურღულეული.
გემრიელად მიირთვით!
funtime.ge
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში