ღუმელში გამომცხვარი ტოლმა – ტომატის სოუსით
უგემრიელესია არაჟანთან ერთად
ინგრედიენტები
- ძროხის რბილობი - 400 გრ
- ღორის რბილობი - 250 გრ
- ნიახური, ოხრახუში,რეჰანი - 1 კონა
- კომბოსტო - 1 თავი
- ბრინჯი - 1 ჭიქა
- ხახვი - 1 ცალი
- ზეითუნის ზეთი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- ხახვი - 1 ცალი
- სტაფილო - 1 ცალი
- ტკბილი წიწაკა - 1 ცალი
- ხმელი რეჰანი - 1 ჩკ
- პომიდორი - 600 გრ
- ზეითუნის ზეთი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
1. მოამზადეთ ტომატის სოუსი კომბოსტოს რულონებისთვის.
გახეხეთ ხახვი და სტაფილო. გაასუფთავეთ წიწაკა თესლებისაგან. დაჭერით წვრილად ტკბილი წიწაკა და ხახვი. გახეხეთ სტაფილო.
ჩაასხით ჯამში ზეთი და მოთუშეთ ხახვი მანამ,სანამ არ დარბილდება. დაამატეთ სტაფილო და ტკბილი წიწაკა, გააჩერეთ 5 დან 7 წუთამდე. დაამატეთ პომიდორი და მოხარშეთ კიდევ 5 წუთი. დაამატეთ გემოვნებით: მარილი, პილპილი და მშრალი რეჰანი.
2. დაჭერით ხორცი პატარა ნაჭრებად და გაატარეთ ხორცაკეპ მანქანაში.
3. ცხელ წყალში ჩაყარეთ ბრინჯი და გააჩერეთ მანამ, სანამ არ მოიხარშება ნახევრად.
4. წვრილად დაჭერით ხახვი, მოთუშეთ სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას.
5. დაამატეთ ხახვს: ბრინჯი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი და წიწაკა. მოურიეთ კარგად. ეს მასა შეაზავეთ ხორცთან.
6. მოათავსეთ კომბოსტო დიდ ქვაბში, ისე რომ დაიფაროს მთლიანად ადუღებული წყლით და ხარშეთ 5–7 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააგრილეთ და ფრთხილად განაცალკევეთ ფოთლები.
7. აიღეთ კომბოსტოს ფოთოლი და გულში მოათავსეთ გამზადებული მასა.
8. გააცხელეთ საცხობი ფორმა, დაასხით ზეითუნის ზეთი. გადაიტანეთ კომბოსტოს რულონები საცხობ ფორმაზე და მოასხით ტომატის სოუსი. დააფარეთ საცხობი ფოლგა და შედგით ღუმელში 190°C ტემპერატურაზე, საათი და 15 წუთის განმავლობაში.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი