ამ გვერდის ამობედვა

კომბოსტოსა და სოკოს ღვეზელი

კომბოსტოსა და სოკოს ღვეზელი თქვენი ოჯახის საყვარელი ღვეზელი გახდება

ინგრედიენტები :

ინგრედიენტები

ყველი - 2.00 სკ (გახეხილი)

რძე - 1.00 სკ

კვერცხი - 1.00 ც (მხოლოდ გული)

პილპილი

მარილი

ზეთი

კამა - 1.00 კონა

ხახვი - 2.00 თავი

ქამა სოკო

კომბოსტო

ცომი

 

მომზადების წესი :

კომბოსტო დავკეპოთ. თხლად დავჭრათ სოკო და ხახვი, მოვათავსოთ ზეთდასხმულ ტაფაზე და ერთად მოვშუშოთ, შევურიოთ მარილი, პილპილი და კამა. ცომი გავყოთ 4 გუნდად, თითოეულში მოვათავსოთ გაცივებული კომბოსტოს გულსართი, შევკრათ სურვილისამებრ, მსუბუქად გავაბრტყელოთ, წავუსვათ რძეში გახსნილი კვერცხის გული, მოვაყაროთ ყველი და 200-220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 377 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 04 2022

სიახლეები