ამ გვერდის ამობედვა

გოგრის ღვეზელი - უგემრიელესი საშემოდგომო დესერტი

8-10-ნაჭრიანი კლასიკური გოგრის ნამცხვრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

ცომისთვის:
• მარილი - 1 ჩკ
• ფქვილი - 200 გ
• „დღის“ კარაქი - 100 გ

• კვერცხი - 1 ც

 

შიგთავსისთვის:
• ღვეზელის ფორმა (მზა ან იხილეთ რეცეპტი)
• 450 გ გოგრის პიურე;
• 50 გ შაქარი;
• 1 ჩკ ვანილის ექსტრაქტი;
• ½ ჩკ მარილი;
• 2 ც მთლიანი კვერცხი და 1 კვერცხის გული;
• 1 ჭიქა მაღალპროცენტიანი ნაღები;
• ნიგოზი, ნუში ან თხილი (სურვილისამებრ).

 

მომზადების წესი:
კარაქი და ფქვილი ხელით ასრისეთ. დაუმატეთ მარილი და კვერცხი. კარგად აურიეთ. მიღებული ცომი გააბრტყელეთ, ჩააფინეთ 22 სმ დიამეტრის ფორმაში, დაჩხვლიტეთ ჩანგლით და შედგით მაცივარში.

 

0,5 კგ გოგრა საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით და ღუმელში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ, შემდეგ კი დაჭყლიტეთ და მისგან პიურე მოამზადეთ. გაგრილებული პიურე კარგად ათქვიფეთ ნაღებთან და შაქართან ერთად. შეათქვიფეთ ვანილი და კვერცხი. მაცივრიდან გამოიღეთ ფორმა, დაასხით მასა და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 50 წუთის-1 საათის განმავლობაში.

 

წყარო

წაკითხვა 316 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 17 2022