ამ გვერდის ამობედვა

ქათამი ინგლისურად

მარტივად მოსამზადებელი, გემრიელად შეზავებული, წვნიანი და გემრიელი შემწვარი ქათამი მთელი ოჯახისათვის.

ინგრედიენტები:

 

ცალი ქათამი - 2  

ცალი ლიმონის წვენი - 1  

ზეითუნის ზეთი - 100  გრამი

დანაყილი ნიორი - 4 კბილი

გამხმარი ქონდარი - 11⁄2  ჩ/კ

გამხმარი როზმარინი - 3   ჩ/კ

დაფნის ფოთოლი - 2 ცალი

წითელი წიწაკის ფანტელები - 11⁄2  ჩ/კ

მარილი

პილპილი გემოვნებით

გამდნარი უმარილო კარაქი

 

მომზადების წესი:

გაჭერით ქათამი შუაზე და ამოიღეთ ნეკნები და ხერხემალი.

აურიეთ კარაქის გარდა ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში და გააჩერეთ ქათამი მიღებულ მარინადში 2–6 საათამდე, ოთახის ტემპერატურაზე.

წინასწარ გაახურეთ ღუმელი 260°C-ზე.

ამოიღეთ ქათამი მარინადიდან და მეტ–ნაკლებად შეამშრალეთ.

დააწყვეთ ლანგარზე, წაუსვით კარაქი, მოაყარეთ მარილი და პილპილი და აცხვეთ 20–25 წუთით, ცხობისას ერთი–ორჯერ წაუსვით კარაქი.

წაკითხვა 311 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 11 2022