ამ გვერდის ამობედვა

შემწვარი ქათმის სუპი ატრიით

გრილ საღამოს ნამდვილად მოუხდება ეს ცხელი და ვიტამინებით გაჯერებული გემრიელი სუპი.

ინგრედიენტები :

 

ზეითუნის ზეთი 2 ჩ/კ

დაჭრილი ხახვი 1 ჭიქა

კუბიკებად დაჭრილი სტაფილო 1 ჭიქა კ

 დაჭრილი ნიახური 1 ჭიქა

დაჭყლეტილი ნიორი  1 კბილი

ფქვილი  1⁄4  ჭიქა

გამხმარი ორეგანო  1⁄2  ჩ/კ

გამხმარი ქონდარი   1⁄4  ჩ/კ

ქათმის სანელებელი  1⁄4  ჩ/კ

ნაკლებმარილიანი ქათმის ბულიონი  6   ჭიქა

კარტოფილი   4 ჭიქა

მარილი   1  ჩ/კ

შემწვარი ქათამი   2 ჭიქა

შედედებული უცხიმო რძე   1 ჭიქა

ატრია   120 გრამი

ახალი ქონდარი გემოვნებით

 

მომზადების წესი :

 

გააცხელეთ ზეითუნის ზეთი თუჯის ქვაბში საშუალო ტემპერტურაზე. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, სტაფილო, ნიახური და ნიორი. მოთუშეთ 5 წუთის განმავლობაში.

 

მოაყარეთ ბოსტნეულს ფქვილი, ორეგანო, ქონდარი, ქათმის სანელებელი და გააჩერეთ ცეცხლზე 1 წუთი. შეურიეთ ბულიონი, გაფრცქვნილი და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და მარილი. მიიყვანეთ დუღილამდე. მოუკელით ცეცხლს და ნახევრად თავდახურული ადუღეთ 25 წუთის განმავლობაში (ან კარტოფილის კარგად დარბილებამდე).

 

დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი შემწვარი ქათამი, რძე, მაკარონი (ატრია) და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში (ან მაკარონის კარგად დარბილებამდე). სურვილისამებრ მორთეთ ახალი ქონდარით, ბოსტნეულით.

 

წყარო

წაკითხვა 266 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 04 2022

სიახლეები