ისპანახის წვნიანი
ზარმთის ცივ და წვიმიან ამინდს განსაკუთრებულად უხდება წვნიანი კერძები .
შემადგენლობა:
2 კონა ისპანახი
200-300 გრ კარტოფილი
3-4 თავი ხახვი
3-4 ც სტაფილო
3-4 კბილი ნიორი
2-2 ც მწვანე და წითელი ბულგარული წიწაკა
2 კონა ქინძი
1 კონა კამა
1 კონა ოხრახუში
მარილი და შავი პილპილი გემოვენბით
მომზადება:
ისპანახი კარგად გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. ამავდროულად დაჭერით კარტოფილი პატარა ზომებად. ორივე ბოსტნეული ქვაბში მოათავსეთ, სადაც უკვე დუღს დაახლოებით სამი ლიტრი წყალი. ხახვი წვრილად დაჭერით და გახეხილი ნიორი დაამატეთ და ქვაბში ჩაყარეთ, თანდათან ჩაამატეთ მწვანე და წითელი ბულგარული წიწაკა, ასევე წვრილად დაჭრილი. ბოლოს ქინძი, კამა და ოხრახუში დაამატეთ და, როცა კარტოფილი მზად იქნება, მარილი ჩააყარეთ. თუ გნებავთ, შავი პილპილიც მოაყარეთ, რომელიც ძალიან უხდება. წვნიანი შეგიძლიათ არაჟნით ან მაიონეზით მიირთვათ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი