ამ გვერდის ამობედვა

მაფინები ყაბაყით და ყველით

ეს რეცეპტი, ნამდვილად სიახლეა. ბავშვებს ძალიან მოეწონებათ. მასში შემავალი ბოსტნეული გემრიელი და რაც მთავარია სასარგებლოა.

 

ინგრედიენტები: 

 

ყაბაყი 2 ცალი

კვერცხი 2 ცალი

კარაქი 40გ

მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

ყველი 150გ

ბულგარული წიწაკა 1 ცალი

ხორბლის ფქვილი 125-150გ

მომზადების წესი:

1.კარგად გარეცხეთ ყაბაყი და გახეხეთ. წიწაკა დაჭერით წვრილ კუბიკებად. ღრმა ჯამშ ატქვიფეთ კვერცხი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მოურიეთ.

2.კვერცხის მასას დაუმატეთ ბულგარული წიწაკა. ყაბაყი გამოწურეთ და ისიც დაუმატეთ კვერცხს. მოაყარეთ გახეხილი ყველი, მოურიეთ ინგრედიენტებს კოვზით.

3.მოაყარეთ ფქვილი, მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. მაფინების ფორმას წაუსვით ცხიმი და გადაიტანეთ მასში ცომი.

4.გამოაცხეთ 200 გრადუსზე 25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

 

წყარო

წაკითხვა 296 ჯერ