ამ გვერდის ამობედვა

სოკოს სალათი

ინგრედიენტები
 
2   ქილა დაკონსერვებული მწვანე ბარდა
 
1   ქილა დაჭრილი ქამა სოკოს კონსერვი
 
მჟავე კიტრი
 
მოხარშული სტაფილო
 
მწვანე ხახვი
 
ქინძი
 
კამა
 
3   კბილი ნიორი
 
მარილი და პილპილი გემოვნებით
 
დაფქვილი ჯანჯაფილი (სურვილისამებრ)
 
მაიონეზი (სურვილისამებრ)
 
მომზადების წესი:
 

ქამა სოკოს გადავუქციოთ წყალი, კარგად გავრეცხოთ და ჩავყაროთ თასში.

 

დავამატოთ მწვანე ბარდა. კუბებად დაჭრილი მოხარშული სტაფილო და მჟავე კიტრი. ჩავაჭყლიტოთ ნიორი, წვრილად ჩავაჭრათ მწვანილები, ვუქნათ სვანური ან ჩვეულებრივი მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა, სურვილისამებრ დაფქვილი ჟანჯაფილი, მოვასხათ მაიონეზი და კარგად ამოვურიოთ.

 

თუ მაიონეზის მოყვარული არ ბრძანდებით, შეგიძლიათ მაიონეზი არ გამოიყენოთ და უბრალოდ ზეთი მოასხათ.  

 

წყარო:kulinaria.ge

წაკითხვა 109 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 26 2024

სიახლეები