ამ გვერდის ამობედვა

ბადრიჯანი ბულგარულით

 ინგრედიენტები
 
ბადრიჯანი
 
ბულგარული წიწაკა
 
ხახვი
 
ქინძი, ოხრახუში, რეჰანი
 
ნიორი
 
უცხო სუნელი
 
ქინძის სუნელი
 
მაიონეზი*
 
მარილი, პილპილი
 
მომზადების წესი:

ბადრიჯანი წვრილად დავჭრათ სიგრძეზე და კარგად შევწვათ. როდესაც შეიწვება, გადავიტანოთ ემალის ქვაბში და დავამატოთ წვრილად (სიგრძეზე) დაჭრილი ფერადი (წითელი, ყვითელი და მწვანე) ბულგარულები. ასევე დავამატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და რეჰანი. ჩავაჭყლიტოთ რამოდენიმე კბილი ნიორი. ვუქნათ ცოტა უცხო და ცოტა ქინძის სუნელიც. მოვასხათ მაიონეზი, კარგად ამოვურიოთ და გემრიელად მივირთვათ!

 

წყარო:kulinaria. ge

 
 
წაკითხვა 106 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 29 2024

სიახლეები