აჭარული ლობიანი
ინგრედიენტები
მომზადების წესი:
ცომის მოსამზადებლად რამდენიმე რეცეპტი არსებობს, მაგრამ ჩვენ გთავაზობთ მათგან ყველაზე მარტივ მომზადების წესს. თასში ჩაყარეთ 700 გრ. ფქვილი. შუაში გააკეთეთ ჩაღრმავება და დაუმატეთ კვერცხი, საფუარი, შაქარი და მარილი.
35°C-მდე გამთბარი რძე ან წყალი ნელ–ნელა ჩაასხით თასის შუაგულში. მოზილეთ ხელით, გარედან შიგნით.
ხელით გააკეთეთ ცომის გუნდა. თასს გადააფარეთ ცელოფანი და დატოვეთ სულ მცირე 2 საათით თბილ ადგილას, ასაფუებლად.
ლობიოს მომზადება: მოხარშვამდე გააჩერეთ ლობიო ცივ წყალში 2 საათით. წყალი გადაწურეთ, დაუმატეთ დაფნის ფოთლები და 2 ლიტრი წყალი.
ხარშეთ საშუალო ტემპერატურაზე ლობიოს დარბილებამდე, შემდეგ კი წყალი მთლიანად გადმოწურეთ .
მოხარშული ლობიო გადმოიტანეთ ჯამში და დაუმატეთ მარილი და 100 გრ. კარაქი.
ლობიო და კარაქი კარგად დასრისეთ, სანამ არ პიურეს არ დაემსგავსება.
მოაყარეთ ფქვილი სამუშაო ხის დაფას და ცომი გამოყენებამდე გადაზილეთ. გააჩერეთ 10 წუთით.
გაყავით ცომი 4 ნაწილად და თითოეული ნაწილი ხელითვე დაამრგვალეთ.
გააბრტელეთ თითოეული ნაწილი და მიეცით ოვალური ფორმა.
ლობიოს მეოთხედი მოათავსეთ ცომის შუაგულში და ცომი ყველა მხრიდან გადმოკეცეთ.
საცხობ ლანგარს მოაპნიეთ ცოტაოდენი ფქვილი, მოათავსეთ მასზე ლობიანი და შედგით წინასწარგახურებულ ღუმელში დაახლოებით 12 წუთით, მაღალ ტემპერატურაზე. მიირთვით ცხელი, წიწაკის მწნილთან ერთად!
წყარო:kulinaria.ge
სიახლეები
- ძლიერი მიწისძვრა მოხდა აშშ-ში
- “გერმანიის მთავრობა ქართული საზოგადოების გასაგონად ბოლომდე არ ამბობს, სად რას რიცხავს და ვის როგორ შეხვდა – ეს არის ორმაგი სტანდარტი” - გურამ მაჭარაშვილი
- ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში რეისები ოთხი მიმართულების ნაცვლად, მხოლოდ მოსკოვში შესრულდება
- “გამჭვირვალობის მომხრე ვართ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ” - გიორგი შარაშიძე
- “2024 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტი 9.1 პროცენტით გაიზარდა” - საქსტატი